შალვა პაპუაშვილი „დიფ სთეითზე“: სჭირდებათ, რომ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება ჰყავდეთ - მოწმენდილ ცაზე შეუძლიათ ააყირაონ ნებისმიერი არჩევნები, ნებისმიერი ქვეყანა, თუკი ჩაიგდებენ ხელში სასამართლო ხელისუფლებას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „დიფ სთეითს" საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება სურს. საკითხზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, გარკვეულ ძალებს სჭირდებათ ჰყავდეთ მორჩილი ხელისუფლება სხვა ქვეყანაში იმისთვის, რომ მართონ სხვადასხვა პროცესის დროს.

„ზოგადად, ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად სჭირდებათ, რომ ჰყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება საქართველოში, რომელიც იქნება ეს უკრაინის საკითხი თუ სხვა საკითხი, ყველაფერზე თავს დაუქნევს. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ ლიეტუვამ ლიტვაში შესვლის უფლება შეუზღუდა საკონსტიტუციო სასამართლოს 9-დან 7 მოსამართლეს. იმ 7-ს, რომელმაც არჩევნები არ გამოაცხადა არაკონსტიტუციურად. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ვინმე, დადგა და ჩვენი კონსტიტუციები იკითხა ან რაიმეში გაერკვა? ეს ხომ აჩვენებს ერთ რამეს, რომ მათ სჭირდებათ ჰყავდეთ მორჩილი ხელისუფლება სხვა ქვეყანაში, იმისთვის, რომ მართონ სხვადასხვა პროცესების დროს.

თუ შევხედავთ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მე მგონი მივხვდებით, რატომაც სჭირდება ზოგიერთებს, რომ ხელში ეჭიროთ საკონსტიტუციო თუ სხვა სასამართლო, იმისთვის, რომ ზუსტად ასე, არჩევნები ააყირაონ, როგორც აყირავებენ სხვა ქვეყნებში სასამართლოს მეშვეობით. თქვენ გახსოვთ, რა იყო მთავარი, რას სთხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებას, ეს იყო ე.წ. ვეტინგი, მოსამართლეების ხელახალი დანიშვნა და ამ დანიშვნაში ითხოვდნენ, რომ ჩართულიყვნენ მათივე დაფინანსებული ენჯეოები, რომლებიც ახლა გავარკვიეთ, რომ არიან მართული გარედან და მათ შორის უცხოელები ჩართული. გაუგებარი იყო, მაინც და მაინც სასამართლოს მიმართ რა ინტერესი ჰქონდათ. ხომ ვნახეთ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ბოლო განვითარებებით, რატომ სჭირდებათ ეს ყველაფერი. იმისთვის, რომ სასამართლოთი შემდეგ მართონ არჩევნები. ხომ ხედავთ, მოწმენდილ ცაზე შეუძლიათ ააყირაონ ნებისმიერი არჩევნები, ააყირაონ ნებისმიერი ქვეყანა, თუკი ჩაიგდებენ ხელში სასამართლო ხელისუფლებას და შეძლებენ ქვეყნის მართვას სასამართლოს მეშვეობით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741810492

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილე...

ირაკლი კობახიძე

1741810419

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში

„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-...

ირაკლი კობახიძე

1741808670

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...

შალვა პაპუაშვილი

1741808637

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე

როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...

ირაკლი კობახიძე

1741808601

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა

ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...

ირაკლი კობახიძე