ირაკლი კობახიძე: გვწამს, რომ დიპლომატია უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები, ამიტომ, მოთმინებით ველოდებით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს

„გვწამს, რომ დიპლომატია უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები, ამიტომ, მოთმინებით ველოდებით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამჟამად პოლიტიკური ინტერესებია წარმმართველი, დიპლომატიის ინსტრუმენტების ნაცვლად და როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია გადაწონის სხვა ფაქტორებს.
„დიპლომატიის ძალაზე საუბრისას უნდა გავმიჯნოთ მშვიდობიანობისა და ომიანობის პერიოდები. დიპლომატიას აბსოლუტურად განსხვავებული ძალა აქვს ამ ორ ვითარებაში, როდესაც ვადარებთ მსოფლიოში მოვლენათა განვითარების ამ ორ ეტაპს. ამჟამად გვიწევს ომის პირობებში არსებობა. ჩვენს ირგვლივ სხვადასხვა ომი მიმდინარეობს და ამ სიტუაციაში - ჩვენი გამოცდილებით - შემიძლია ვთქვა, რომ დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია.
შემიძლია გითხრათ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგვმართეს. მეორე თხოვნით 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგვმართეს. ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური წნეხი საკმაოდ უხეში იყო. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ იყო ქვეყნის ხელშემწყობი. ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მოგვიწია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და საქართველოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა იყო, დიპლომატიის ძალის გარეშე.
დღემდე ვიმყოფებით ამ გამოწვევების წინაშე: ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე გვიწევს აქცენტირება, ვიდრე სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილნი, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მათ, რომ მშვიდობიან პერიოდს უნდა დაველოდოთ. როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია, რა თქმა უნდა, მთავარ ადგილს დაიკავებს.
ამჟამად პოლიტიკური ინტერესებია წარმმართველი, დიპლომატიის ინსტრუმენტების ნაცვლად და როგორც კი მშვიდობა აღდგება - აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ - დიპლომატია გადაწონის სხვა ფაქტორებს. ნამდვილად გვწამს, რომ დიპლომატია უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ, მოთმინებით ველით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1744984178
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი...
1744981381
მსოფლიოზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცისკარიძესთან ერ...
1744979659
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო ოპოზიცია ქუჩაში
„შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინას...
1744976956
ახალი ამბებინინო წილოსანი: სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა
„სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო კან...
1744975039
ახალი ამბებინინო წილოსანი: გერმანია ქართველი ხალხის მოთხოვნას, პარტნიორულ ურთიერთობას არ ითვალისწინებს, რომ მათ ქვეყანაში ზურაბ ადეიშვილის მსგავსი მძიმე დამნაშავეები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ
გერმანია ზურაბ ადეიშვილის, რომელიც ადამიანის უფლებათა უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული, თავშესაფრის ქვეყანა გახდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ქართვე...