ირაკლი კობახიძე: ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია - ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება

ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა და ამ კუთხით აქტიურად წარიმართებოდა მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ამ კუთხით იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია.
„ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა და ამ კუთხით აქტიურად წარიმართებოდა მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ამ კუთხით იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, ინვესტიცია, რომელიც საქართველოში განხორციელდება. ეს ინვესტიცია დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. კიდევ უფრო მეტი გვჭირდება ასეთი პროექტები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდის ტემპები“, - განაცხადა პრემიერმა.
1751025199
საზოგადოებააჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საბერძნეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ათენის მერიის გენერალურ მდივანს ვასილის ბიკოსს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს კულტურულ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის...
1751023075
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები - ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში, კეთილსინდისიერება არის მთავარი
„კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები, ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოვ...
1751022968
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას
„არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...
1751022446
საზოგადოებალევან ნიკოლეიშვილი პრემიერის ანგარიშზე: მისასალმებელია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ფუნქცია არამხოლოდ სახელმწიფო პრიორიტეტად მიაჩნია
საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მას სხვადასხვა მიმართულებით განვითარების მართლაც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. ასე იყო ისტორიულად, საქართველო არამარტო კულტურული, არამედ სავაჭრო, ეკონომ...
1751022417
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე პრემიერის ანგარიშზე: ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გზაჯვარედინი საქართველოა, სადაც ბევრს ეცადა შიდა თუ გარე მტერი აერია სიტუაცია, მაგრამ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით გავდივართ სამშვიდობოსკენ
„ყველა ტრანზიტული გზა ან იწვის, ან აფეთქების პირასაა. ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გზაჯვარედინი საქართველოა, სადაც ბევრს ეცადა შიდა თუ გარე მტერი აერია სიტუაცია, მაგრამ სწორედ საქართველოს ხელისუ...