ირაკლი კობახიძე: ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში - გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13,9%, ეს არის ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ

ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში - გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13,9%. ეს არის ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, მხოლოდ 2022-2024 წლებში შეიქმნა 185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
„ხშირად წარიმართება ხოლმე დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და ამ კუთხითაც მინდა წარმოგიდგინოთ 2024 წლის მონაცემები. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13,9%. ეს არის ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. აქაც მინდა შეგახსენოთ, რა დაგვხვდა ჩვენ 2012 წელს - მაშინ უმუშევრობა შეადგენდა 26,7%-ანუ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ უმუშევრობის განახევრება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპი გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს. მხოლოდ 2022-2024 წლებში, საუბარია გასულ სამ წელიწადზე, შეიქმნა 185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. სამ წელიწადში ეს არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი. 2024 წელს, ანუ მხოლოდ გასულ წელს, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 68 000 ადამიანით და დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გადააჭარბა 1 400 000-ს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ადამიანების დასაქმებაზე, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცალკე აღებულ ეკონომიკურ ზრდას არავითარი ფასი არ ექნება, თუ ამით არ ისარგებლა თითოეულმა მოქალაქემ. ის მაჩვენებლები, რაც გვაქვს დასაქმების ნაწილში, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ზრდა მოსახლეობის ფართო ფენაზეც აისახება“, - განაცხადა პრემიერმა.
1751021827
საზოგადოებაკახა კალაძე ელისაშვილის განცხადებაზე: აგენტი და ქვეყნის მოღალატეები იქნებიან ერთად, თუ ცალ-ცალკე, მოსახლეობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს
„ცხადია, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ არანაირი შანსი არ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებში, ელემენტარულად, საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ, რა წარმატებაზეა საუბარი“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ...
1751021776
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებზე: როდესაც ასი საქმიდან ასივე გაქვს წაგებული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იურიდიული თვალსაზრისით, შენი პოლიტიკური ინსინუაციები ნაკლებად საინტერესოა
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს ეხმიანება. „სააკაშვი...
1751021738
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: დამიზნებული გვაქვს უძლიერესი სამხედრო არმადის იარაღი. ვცხოვრობთ ამ დაძაბულ ვითარებაში. „გონჩარენკოები“ და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ უნდა შევიდეთ დაპირისპირებაში, რომელიც ნგრევას გამოიწვევს
„დამიზნებული გვაქვს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო არმადის იარაღი. ყოველ დღიურად ვცხოვრობთ ამ დაძაბულ ვითარებაში და მაინცდამაინც „გონჩარენკოები“ და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ...
1751020882
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო შევიდეს მსოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით - ჩვენ უარი ვთქვით მთავრობის მხრიდან უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე
გვაქვს ამბიციური მიზანი - შევიდეთ მსოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, პოლიტიკური ნება არსებობს, დანარჩენი დამოკიდებულია ამ ნების აღსრულებაზე, ყველა პირობა გვაქვს, რომ ეს შედეგი მივიღოთ ა...
1751020241
საზოგადოებადროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე ნიკა მელიას რვა თვით პატიმრობა მიესაჯა, ასევე, დაეკისრა ჯარიმის გადახდა, 25 ათასი ლარის ოდენობით
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე ნიკა მელიას რვა თვით პატიმრობა მიესაჯა. ასევ...