ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო შევიდეს მსოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით - ჩვენ უარი ვთქვით მთავრობის მხრიდან უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე

გვაქვს ამბიციური მიზანი - შევიდეთ მსოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, პოლიტიკური ნება არსებობს, დანარჩენი დამოკიდებულია ამ ნების აღსრულებაზე, ყველა პირობა გვაქვს, რომ ეს შედეგი მივიღოთ ახლო მომავალში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა აღნიშნული მიმართულებით.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა მმართველობის სისტემის შემდგომი დახვეწა. შარშან, მე განვაცხადე, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება კორუფციის მაქსიმალურად შემცირება ქვეყანაში. გვაქვს მაღალი მონაცემები საერთაშორისო რეიტინგებში, ვუსწრებთ ევროკავშირის 7-8 ქვეყანას კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, თუმცა, არ შეიძლება ამით დავკმაყოფილდეთ. გვაქვს ამბიციური მიზანი - შევიდეთ მსოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. პოლიტიკური ნება არსებობს, დანარჩენი დამოკიდებულია ამ ნების აღსრულებაზე. ყველა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ ეს შედეგი მივიღოთ ახლო მომავალში. ამისათვის საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა გასული წლის განმავლობაში და მიმდინარე წელს - როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა აქტის გასაჯაროებას, ყველაფერი დევს ხელის გულზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს მთავრობის აქტებს, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე.
დღემდე ეძიებიან მთავრობის აქტებს, თუმცა მათთვის საინტერესო ვერაფერი ნახეს კრიტიკის მოსურნეებმა, ვინაიდან მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ და პრინციპების შესაბამისად, ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ასევე, კითხვები დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო გასაჯაროებული საჯარო მოსამსახურეთა დეკლარაციები. დავინტერესდი, ჩავერიე და მეორე დღესვე ყველა დეკლარაცია გაიხსნა. აქაც ეძიებენ გარკვეულ საკითხებს, თუმცა წარუმატებლად, რაც არის ძალიან კარგი. ჩვენ უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე. თავისთავად, ეს პრაქტიკა შეიცავს რისკებს, მათ შორის, კორუფციის რისკებს, აქედან გამომდინარე, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება და უძრავი ქონების, მათ შორის, მიწის რესურსის პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა საქართველოს მთავრობის მხრიდან, ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა პრემიერმა.
1751030792
საზოგადოებაპრემიერი: ჰესებთან მიმართებაში დამკვიდრებული იყო შანტაჟის პრაქტიკა, გამოჰყავდათ ხალხი და წილში უჯდებოდნენ ინვესტორებს, ნებისმიერ მცდელობას, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებს, სახელმწიფო დაუპირისპირდება
ჰესებთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვი...
1751029563
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა, გოდერძის საბაგირო გზასთან დაკავშირებით წარმოებს საპროექტო სამუშაოები
წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პა...
1751028506
საზოგადოებაპრემიერი: რთვლისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია
რთვლისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხს...
1751028442
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ ყველა მუნიციპალური ცენტრი იყოს უზრუნველყოფილი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურით, რაც მოიცავს საფეხბურთო და სარაგბო მოედნებს, შიდა მოედნებს, საჭიდაო დარბაზებს, საცურაო აუზს
მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, საბოლოო მიზანია, რომ ყველა მუნიციპალური ცენტრი იყოს უზრუნველყოფილი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურით...
1751028401
საზოგადოებარიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
თბილისის მერიის ინფორმაციით, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, მგზავრებს ვერ მოემსახურება. „აღნიშნულ პერიოდში საბაგი...