ირაკლი კობახიძე: ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობა ალბათ უკვე შვიდჯერ შექმნეს, ახლა მერვე მცდელობაა, არავითარი პერსპექტივა ამას არ აქვს, რადგან ამ პოლიტიკური პარტიების მხარეს არ არის ღირებულებები

ოპოზიციის ერთობას არავითარი პერსპექტივა არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ამ პოლიტიკური პარტიების მხარეს არ არის ღირებულებები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარეს არის უცხოური, გარე დავალებები და ასეთ პირობებში მათი ვერც ერთი ერთობა ვერ იქნება წარმატებული.
„ასეთი ერთობა მათ შექმნეს ალბათ უკვე შვიდჯერ, ახლა მერვე მცდელობაა, არავითარი პერსპექტივა ამას არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ აქ არ არის ღირებულებები. ამ პოლიტიკური პარტიების მხარეს არ არის ღირებულებები, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, ეს არის უცხოური, გარე დავალებები, ასეთ პირობებში მათი ვერც ერთი ერთობა ვერ იქნება წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1755282049
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე: იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში, მშვიდობის დამყარებით დასრულდება - მე მინდა უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა
იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში მშვიდობის დამყარებით დასრულდება. მე მინდა უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი...
1755281579
საზოგადოებაპრემიერი: ეკონომიკის ზრდა არის უმთავრესი იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ კეთილდღეობის ხარისხი ჩვენი მოსახლეობისთვის და გავამყაროთ ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო გეოპოლიტიკაში
ჩვენ გვაქვს გამორჩეული, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს სათანადო საგადასახადო რეჟიმი - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას, - განაცხადა პრემიერ...
1755281483
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ულტიმატუმები, როდესაც ერთ მხარეს გიყენებენ ტრადიციულ ფასეულობებს, ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესებს და მეორე მხარეს - ევროინტეგრაციას
ჩვენთვის რა თქმა უნდა, მიუღებელია ასეთი ულტიმატუმები, როდესაც ერთ მხარეს გიყენებენ ტრადიციულ ფასეულობებს, ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესებს და მეორე მხარეს ევროინტეგრაციას, - ამის შესახე...
1755281454
საზოგადოებაპრემიერი: რადიკალური ოპოზიცია დასუსტებულია და ამ სისუსტის ფონზე მათთვის რთულია სიებზე და კანდიდატებზე შეჯერება, ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებული საკუთარ კამპანიაზე და ჩვენი ფორმულა არის მარტივი - 64/64-ზე: 64 მერი, 64 საკრებულო
რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე მათთვის რთულია სიებზე და კანდიდატებზე შეჯერება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მთავრობი...
1755281415
საზოგადოებაგოჩა ქიმაძე: ამაყი ვარ, რადგან როგორც ჩანს, შევძელი წინა ოთხ წელიწადში მეკეთებინა ის, რაც ჩვენს ხალხს და ჩვენს მუნიციპალიტეტს სჭირდებოდა, თუ რამე გაკეთდა ადიგენში, მინიმუმ ორჯერ მეტი გაკეთდება, ვიდრე გაკეთდა გასული ოთხი წლის მანძილზე
„ამაყი ვარ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მე შევძელი წინა ოთხ წელიწადში მეკეთებინა ის, რაც ჩვენს ხალხს და ჩვენს მუნიციპალიტეტს სჭირდებოდა. რაც მთავარი იყო, როგორც ჩანს, ხალხის ნდობა შევიძინე, რაც ჩემთვის ყვ...