მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში: სურამის შემოვლითი გზის გახსნით ვაღიარებთ, რომ თანამედროვე, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს მგზავრების და ტვირთის ტრანსპორტირებას, ქმნის სამუშაო ადგილებს

„საქართველოს გეოგრაფია ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს ანიჭებს დაკავშირებადობას, საგზაო მარშრუტებს, ახალი საბაზრო მიმართულებების განვითარებას და მოქალაქეების წვდომას დასაქმების და სახელმწიფო სერვისებზე“, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა სურამის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გზა არის სიმბოლო წინსვლის, არის ხიდი ახალი შესაძლებლობებისადმი, ახალი და ნათელი მომავლისადმი.
„ეს არის გზა, რომელიც აკავშირებს ხალხს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს და ახალ შესაძლებლობებს. როდესაც ამ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტს ვხსნით, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ტრანსფორმაციული გავლენა და თანამედროვე, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს მგზავრების და ტვირთის ტრანსპორტირებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და იზიდავს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს.
ეს არის ზრდის წინაპირობა ჩვენს საყვარელ საქართველოში. საქართველოს გეოგრაფია ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს ანიჭებს დაკავშირებადობას, საგზაო მარშრუტებს, ახალი საბაზრო მიმართულებების განვითარებას და მოქალაქეების წვდომას დასაქმების და სახელმწიფო სერვისებზე. როდესაც საქართველო ცდილობს გახდეს ჰაბი რეგიონული დაკავშირებადობის კუთხით, ზრდის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის განვითარებისთვის, მედეგობის გაძლიერებისთვის ამ დიდებულ ქვეყანაში.
ამ ჩქაროსნული გზით, ძალიან მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ შუა დერეფანში, რომელიც მხარს დაუჭერს დივერსიფიკაციას, ეკონომიკურ გამძლეობას სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში.
როგორც როლანდ პრაისმა აღნიშნა, ეს მრავალმიმართულებიანი კორიდორი არის არა მარტო აზიის და ევროპის დამაკავშირებელი, არამედ ის საშუალება, რომელიც არსებულ შესაძლებლობებს ითვისებს, ზრდის ეკონომიკური განვითარების, ბაზრების განვითარების შესაძლებლობებს ქვეყნებს, რეგიონებსა და კონტინენტებს შორის.
„შუა დერეფანი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო კრიტიკული მნიშვნელობის ინიციატივაა, რომელსაც მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი. შავი ზღვის ოპტიკური და ინტერნეტკაბელი, რომელიც აძლიერებს კიდევ უფრო გამძლე, კიდევ უფრო მზარდ ეკონომიკურ განვითარებას მთელს რეგიონში. საერთაშორისო დერეფნების წარმატება, იქნება ეს ციფრული, ეკონომიკური, სავაჭრო თუ ნებისმიერი სხვა განზომილების, მათ შორის, სატრანსპორტო, აძლიერებს თანამშრომლობას და ვაჭრობას დაინტერესებულ წრეებსა და მხარეებს შორის, რომელთაც ერთი ხედვა აქვთ, რომლებსაც უნდათ ინკლუზიური განვითარების წახალისება და ხელშეწყობა და ასოცირებული სარგებლის მიღება. შესაბამისად, იზრდება შესაძლებლობები, რომლებიც ყოველ ცალკეულ ადამიანს ექნება მიღებული. ამ მონაკვეთით, რომელსაც ვაფინანსებთ საქართველოს მთავრობასთან ერთად, 300-ზე მეტი კილომეტრია, რომელიც ბევრი ხიდითა და გვირაბით ერთიანდება.
ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორი, აზიის განვითარების ბანკი, ევრობანკი და ევროკავშირის დელეგაცია არის ჩართული ამაში საქართველოს მთავრობასთან ერთად. მინდა მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გზების დეპარტამენტს, კონტრაქტორებს და ყველა თანამშრომელს, მათ შორის, მსოფლიო ბანკის გუნდს, რომლებიც მუხლჩაუხრელად იყვნენ ჩართული ამ მშენებლობაში და ამ ძალიან შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. როცა ერთად ვმუშაობთ ყველა იღებს სარგებელს და ეს შესაძლებლობების სივრცე და არეალი ფართოვდება. რეგიონული დაკავშირებადობა, თანამშრომლობა, საერთო მიზნების და ხედვის ირგვლივ ფუნდამენტურია. მედეგი და კეთილდღეობის მქონე იმედით, დიდი მადლობა ყველას“, - განაცხადა როლანდ პრაისმა.
1755283707
საზოგადოებაკობა მურადაშვილი: მეამაყება, რომ ჩემს დმანისელებს უკვე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან და სოფლების 90%-დან უფასოდ ჩამოვიდნენ მიკროავტობუსებით ქალაქის ცენტრში, მიიღონ სხვადასხვა სახის სერვისები
„ეს ნდობა და ეს შესაძლებლობა მაძლევს საშუალებას, რომ ჩემი პოზიციიდან გავაკეთო უფრო მეტი სიკეთე, უფრო მეტად მოვემსახურო ჩემს ხალხს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა წ...
1755283206
მსოფლიოდონალდ ტრამპი ანკორიჯში ჩაფრინდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაზე ჩაფრინდა. იქ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა უნდა გამართოს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, პუტინსა და ტრამ...
1755282083
საზოგადოებაპრემიერი გახარიას და „ლელოს“ წარმომადგენლების ბერლინში შეხვედრაზე: კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, ჰქონდათ მოლაპარაკებები, სერიოზულიც არ არის ეს ყველაფერი, ეს სრულიად არაჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით
ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია, ჯანსაღი მიმართულებით ვითარდება პროცესები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. პრემიერ-მინისტ...
1755282049
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე: იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში, მშვიდობის დამყარებით დასრულდება - მე მინდა უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა
იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში მშვიდობის დამყარებით დასრულდება. მე მინდა უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი...
1755281607
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობა ალბათ უკვე შვიდჯერ შექმნეს, ახლა მერვე მცდელობაა, არავითარი პერსპექტივა ამას არ აქვს, რადგან ამ პოლიტიკური პარტიების მხარეს არ არის ღირებულებები
ოპოზიციის ერთობას არავითარი პერსპექტივა არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ამ პოლიტიკური პარტიების მხარეს არ არის ღირებულებები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან....