ირაკლი კობახიძე: საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას

ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა, კარგმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი და ამაზეც მეტყველებს კონკრეტული მაჩვენებლები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას.
„ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა, კარგმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი და ამაზეც მეტყველებს კონკრეტული მაჩვენებლები. 2024 წლიდან საშუალო წლიური ინფლაცია იყო 1.1 %, ბიუჯეტის დეფიციტი 1.9%, ესეც დადგენილი ზღვრის ფარგლებშია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 4.4%, მთავრობის ვალი: 36.1% - აქაც გვაქვს მონაცემები დადგენილი ზღვრის ფარგლებში. 2020 წელს ჩვენმა ვალმა გადააჭარბა 60 %-ს და, ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ აღნიშნული მაჩვენებლის 36 %- მდე შემცირება, რაც, ბუნებრივია, ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია.
საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში - ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურად ლარის კურსს, იყო შემცირების ტენდენციებიც ბოლო პერიოდში, მეტიც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეროვნული ბანკი ახერხებდა რეზერვების შევსებას, რამდენიმე ასეული მილიონით შეივსო ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, მოვამზადეთ „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2025-27 წლებისთვის“, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ამ პროგრამის შესრულება, ისე ყველა იმ დასახული გეგმის შესრულება, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას,“- განაცხადა პრემიერმა.
1751021827
საზოგადოებაკახა კალაძე ელისაშვილის განცხადებაზე: აგენტი და ქვეყნის მოღალატეები იქნებიან ერთად, თუ ცალ-ცალკე, მოსახლეობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს
„ცხადია, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ არანაირი შანსი არ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებში, ელემენტარულად, საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ, რა წარმატებაზეა საუბარი“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ...
1751021776
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებზე: როდესაც ასი საქმიდან ასივე გაქვს წაგებული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იურიდიული თვალსაზრისით, შენი პოლიტიკური ინსინუაციები ნაკლებად საინტერესოა
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს ეხმიანება. „სააკაშვი...
1751021738
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: დამიზნებული გვაქვს უძლიერესი სამხედრო არმადის იარაღი. ვცხოვრობთ ამ დაძაბულ ვითარებაში. „გონჩარენკოები“ და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ უნდა შევიდეთ დაპირისპირებაში, რომელიც ნგრევას გამოიწვევს
„დამიზნებული გვაქვს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო არმადის იარაღი. ყოველ დღიურად ვცხოვრობთ ამ დაძაბულ ვითარებაში და მაინცდამაინც „გონჩარენკოები“ და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ...
1751020882
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო შევიდეს მსოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით - ჩვენ უარი ვთქვით მთავრობის მხრიდან უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე
გვაქვს ამბიციური მიზანი - შევიდეთ მსოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, პოლიტიკური ნება არსებობს, დანარჩენი დამოკიდებულია ამ ნების აღსრულებაზე, ყველა პირობა გვაქვს, რომ ეს შედეგი მივიღოთ ა...
1751020241
საზოგადოებადროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე ნიკა მელიას რვა თვით პატიმრობა მიესაჯა, ასევე, დაეკისრა ჯარიმის გადახდა, 25 ათასი ლარის ოდენობით
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე ნიკა მელიას რვა თვით პატიმრობა მიესაჯა. ასევ...