ირაკლი ქადაგიშვილი გახარიას: დღეს რომ ზოგიერთი „ევროპელობას“ იჩემებს და გარედან გვამუნათებს - მათი პოლიტიკური წინამორბედები იმ დროს შევიდნენ მთავრობაში, როცა ჩვენ გამოვედით

„სანამ რამეს იტყვით, ბარიკადის ვინ რომელ მხარეს იყო 1991-1992 წლებში, სწორედ იმიტომ, რომ საქართველო „ესენგეში“ შევიდა, მე, ბატონმა თენგიზმა და კიდევ არაერთმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ მთავრობა. იშვიათად ხდებოდა, რომ ვინმე რომელიმე პოზიციიდან წამოსულიყო პოლიტიკური პროტესტის ნიშნით რუსეთთან კავშირის დამყარების გამო. ჩვენ კი მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება - დავტოვეთ ხელისუფლება სწორედ „ესენგეში“ შესვლის გამო“, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება და სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო..
ასევე, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს რომ ზოგიერთი „ევროპელობას“ იჩემებს და გარედან გვამუნათებს - მათი პოლიტიკური წინამორბედები იმ დროს შევიდნენ მთავრობაში, როცა ჩვენ გამოვედით. და მას შემდეგ სწორედ ისინი წარმოადგენენ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც „ესენგეში“ შესვლის შემდგომ ჩამოყალიბდა, მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობად“ ტრანსფორმირდა და დღეს უკვე „ევროპულ ძალად“ მოგვევლინა
„სანამ რამეს იტყვით, ბარიკადის ვინ რომელ მხარეს იყო 1991-1992 წლებში, სწორედ იმიტომ, რომ საქართველო „ესენგეში“ შევიდა, მე, ბატონმა თენგიზმა და კიდევ არა ერთმა ადამიანმა, პროტესტის ნიშნად დავტოვეთ მთავრობა. იშვიათად ხდებოდა, რომ ვინმე რომელიმე პოზიციიდან წამოსულიყო პოლიტიკური პროტესტის ნიშნით რუსეთთან კავშირის დამყარების გამო. ჩვენ კი მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება - დავტოვეთ ხელისუფლება სწორედ „ესენგეში“ შესვლის გამო. დღეს რომ ზოგიერთი „ევროპელობას“ იჩემებს და გარედან გვამუნათებს - მათი პოლიტიკური წინამორბედები იმ დროს შევიდნენ მთავრობაში, როცა ჩვენ გამოვედით და მას შემდეგ სწორედ ისინი წარმოადგენენ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც „ესენგეში“ შესვლის შემდგომ ჩამოყალიბდა, მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობად“ ტრანსფორმირდა და დღეს უკვე „ევროპულ ძალად“ მოგვევლინა. ამიტომ, როცა ადამიანებზე საუბრობთ - ან კარგად გაიცანით ისინი, ან ნუ ილაპარაკებთ, ან თუ კრიტიკაა, საქმიანად ილაპარაკეთ საკითხზე, რომელიც თქვენ გეხებათ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
1751651151
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეხმიანება „ლელოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტის შეთავაზება დაპატიმრებული ოპოზიციონერების შეწყალებასთან დაკ...
1751649326
საზოგადოებაგიორგი შარაბიძე: მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია ძალიან მზარდი ტენდენციაა ბოლო წლების მანძილზე. გვაქვს ერთადერთი საშუალება, რომ ამომრჩევლებს მივაწოდოთ ობიექტური, ზუსტი და ვერიფიცირებული ინფორმაცია
ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია, ეს არის ძალიან მზარდი ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თა...
1751648299
საზოგადოებათემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე: საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას საინტერესო უწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკ...
1751646701
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში ა...
1751643892
საზოგადოება„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია
„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია....