ჯანდაცვის მინისტრმა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების დაშავებული კაპიტანი კლინიკაში მოინახულეს

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების დაშავებული კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე კლინიკაში მოინახულეს.

თეიმურაზ ორჯონიკიძე დღეს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის დროს დაშავდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.

კაპიტნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ჯანდაცვის მინისტრმა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეროვნული ნაკრების კაპიტანს გუნდის გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

კლინიკაში ასევე იმყოფებოდა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მეორედ გავიდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746729956

საზოგადოება

საპატრიარქო: შეშფოთებას გამოვხატავთ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთის მგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით

„მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მოვალეობაა, მართებულად შეაფასო...

შენობა

1746728531

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, „თბილისი არენაზე“ საქართველოსა და საბერძნეთის ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო. თამაში საქართველოს ნაკრ...

პრემიერ-მინისტრ

1746728457

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, ზედიზედ მ...

მიხეილ ყაველაშვილი

1746728188

მსოფლიო

ტრამპი: ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოს - რა დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია

ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოს, რომელიც ახლახან აირჩიეს პაპად - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „რა დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. რა დიდი პატივი...

ტრამპი

1746726526

მსოფლიო

„მშვიდობა იყოს თქვენთან“ - რომის პაპის პირველი სიტყვები

მსოფლიოს 1.4 მილიარდ კათოლიკეს ახალი ლიდერი ჰყავს. სიქსტეს კაპელას სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რის შემდეგაც, მალევე, გახდა ცნობილი, რომ კათოლიკური ეკლესიის მმართველი კარდინალი რობერტ პრევოსტი იქ...

რომის პაპი