კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნებზე: ყველა მუნიციპალიტეტში წარმატებას მივაღწევთ, რადგან დღეს ქვეყანაში ერთადერთი პატრიოტი ძალა, ვინც ემსახურება ქართველ ხალხს და ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს, ეს არის „ქართული ოცნება“

თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული გვაქვს. ჩვენთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, - განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების არჩევნებში, ასევე საკრებულოს დონეზე „ქართული ოცნება“ წარმატებას მიაღწევს.

„გვინდა, ყველა მუნიციპალიტეტში როგორც მერების სახით, ასევე საკრებულოებში წარმოდგენილი იყოს ღირსეული კანდიდატები ჩვენი გუნდის გუნდის სახით. უამრავი პრობლემაა დედაქალაქსა თუ რეგიონებში და გვინდა, საზოგადოებას ვაჩვენოთ ჩვენი ხედვა, თუ რას ვაპირებთ, როგორია ჩვენი დამოკიდებულება და როგორ ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკრეტული რაიონისა და სოფლისთვის.

მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, - ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების არჩევნებში ასევე საკრებულოს დონეზე „ქართული ოცნება“ წარმატებას მიაღწევს, რადგან დღეს ქვეყანაში ერთადერთი პატრიოტი ძალა, ვინც ემსახურება ქართველ ხალხს და ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს ეს არის „ქართული ოცნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებში ოქტომბერში გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746731830

ახალი ამბები

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდას ეძებენ. „ინფო იმერეთის” ინფორმაციით, 19 წლის გოგონა მდინარეში ე.წ. ბალახვანის ხიდიდან გადახტა. ადგილზე მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშ...

ააა

1746729956

საზოგადოება

საპატრიარქო: შეშფოთებას გამოვხატავთ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთის მგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით

„მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მოვალეობაა, მართებულად შეაფასო...

შენობა

1746728531

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, „თბილისი არენაზე“ საქართველოსა და საბერძნეთის ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო. თამაში საქართველოს ნაკრ...

პრემიერ-მინისტრ

1746728457

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, ზედიზედ მ...

მიხეილ ყაველაშვილი

1746728188

მსოფლიო

ტრამპი: ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოს - რა დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია

ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოს, რომელიც ახლახან აირჩიეს პაპად - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „რა დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. რა დიდი პატივი...

ტრამპი