კახა კალაძე ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარ ხანძარზე: ძალიან მძიმე იყო დამწვარი ტერიტორიის კადრები, დაზარალებული ადამიანები და კარგად მესმის მათი. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ექნებათ ფინანსური მხარდაჭერაც

ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე, ყველას თანავუგრძნობ 400-მდე დაზარალებულია. ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე არის ყოველდღიურ კომუნიკაციაში საინიციატივო ჯგუფთან და უმძიმესი მდგომარეობაა ადგილზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა, გამოვთქვით მხარდაჭერა. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის კადრები, რაც ვნახე დამწვარი ტერიტორიის, დაზარალებული ადამიანები და ძალიან კარგად მესმის მათი, შევდივარ მათ მდგომარეობაში. ჩვენ აღვუთქვით მხარდაჭერა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ექნებათ ფინანსური მხარდაჭერაც. გარდა ამისა, გვთხოვეს ტერიტორიის დასუფთავება, ეს სამუშაოებიც უკვე დაწყებულია. ასევე გვქონდა კომუნიკაცია ბაზრობის ხელმძღვანელობასთან და ისინიც დავითანხმეთ იმაზე, რომ ძალიან სწრაფად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
გარდა ამისა, „საქართველოს“ ბანკთან და „თიბისი“ ბანკთან აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით, ამ ადამიანებს აქვთ სასესხო ვალდებულებები და ბანკებიც შემოდიან მხარდამჭერი პროგრამებით, მათ გაუხანგრძლივებენ და შეუმსუბუქებენ ამ გადასახადებს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ. მნიშვნელოვანია ის, რომ ერთმანეთს გაჭირვების დროს გვერდით დავუდგეთ, მხარი დავუჭიროთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ როდესაც ამ ტიპის საქმიანობას ეწევი, აუცილებელია სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობა, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ამ გაწმენდით პროცესს, დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და ეს ადამიანები დაუბრუნდებიან თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას. ჩვენ ბევრი სპეკულაცია, უამრავი სიბინძურე მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, ე.წ. პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან, რა თქმა უნდა ეს იყო სიცრუე და სიბინძურე. ამ 400 ადამიანს ვუცხადებ მხარდაჭერას და თანადგომას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1746731830
ახალი ამბებიქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ
ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდას ეძებენ. „ინფო იმერეთის” ინფორმაციით, 19 წლის გოგონა მდინარეში ე.წ. ბალახვანის ხიდიდან გადახტა. ადგილზე მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშ...
1746729956
საზოგადოებასაპატრიარქო: შეშფოთებას გამოვხატავთ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთის მგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით
„მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მოვალეობაა, მართებულად შეაფასო...
1746728531
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, „თბილისი არენაზე“ საქართველოსა და საბერძნეთის ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო. თამაში საქართველოს ნაკრ...
1746728457
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, ზედიზედ მ...
1746728188
მსოფლიოტრამპი: ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოს - რა დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია
ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოს, რომელიც ახლახან აირჩიეს პაპად - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „რა დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. რა დიდი პატივი...