ლევან დავითაშვილმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

 საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა შეხვედრაზე, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

„სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და ბუნებრივია, სომხეთის ხელისუფლებასთან და ბიზნეს სექტორთან მჭიდრო დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო ხელსაყრელი და წარმატებული იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მჭიდრო დიალოგი სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთან, ჩვენი თანამშრომლობა კომპლექსურია და მოიცავს სავაჭრო ურთიერთობებს, ურთიერთობებს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის და ინვესტიციების სფეროში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და საქართველოს ელჩმა სომხეთში გიორგი შარვაშიძემ. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ერთმანეთს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოსა და სომხეთში არსებული მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ტენდენციების, ასევე არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

„ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების და უწყებების დიალოგთან ერთად, იყოს პრაქტიკული შეხვედრები და მოხდეს უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება ბიზნეს სექტორთან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საინვესტიციო საქმიანობას, ვაჭრობის წახალისებას - საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარია და ეს მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა სომეხი ვიზიტორებისთვის - გასულ წელს ვუმასპინძლეთ დაახლოებით მილიონამდე ვიზიტორს სომხეთიდან და შევინარჩუნეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საუბარი შეეხო მსხვილ რეგიონულ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ კუთხით თანამშრომლობის საკითხებს. მისი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2024 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის გაფორმება, რამაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა კიდევ უფრო გაზარდა. ამასთან, ლევან დავითაშვილმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო სომხეთში ქართული კომპანიების საქმიანობის პერსპექტივების შესახებ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიცია, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ჯგუფმა განახორციელა სომხეთის ფინანსურ სექტორში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა - როდესაც ორი ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტები მჭიდროდ თანამშრომლობენ. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისა და სომხური ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შესაძლებლობა, ჰქონდეთ მხარდაჭერა საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებისაგან თავიანთი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. ვფიქრობ, სომხეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746537077

საზოგადოება

კახა მიქიაშვილი დათა თავაძის სპექტაკლზე: არის რაღაცები, რაც ცდება კოლეგიალობას, პროფესიას და არის საკითხები სადაც არსებობს ელემენტარული ზღვარი! ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია თეატრზე

„უამრავი სპექტაკლი გვინახავს ან გაგვიგია, სადაც სიშიშვლეა და არავის არ ჰქონია მძაფრი რეაქცია, მაგრამ არის თემები, რაც უზნეობაა! ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია არც თ...

კახა მიქიაშვილი

1746536968

საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7473 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7477 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის...

ლარი

1746534165

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: მამია ალასანიას გმირული გზა არაერთი თაობისთვის რჩება სამშობლოსადმი ერთგულების ნათელ მაგალითად

საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქა...

ლევან მგალობლიშვილი

1746534111

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა „MEGOBARI აქტზე“: მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ, რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან - უილსონის ინიციირებული სიგიჟეა

მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ, რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან...

ირაკლი ზარქუა

1746529911

საზოგადოება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონსა და „გარემოსდაცვითი შეფასების“ კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

 პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭრა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს და „გარემოსდაცვითი შეფასების“ კოდექსში დაგეგმილ სიახლეებს. „ენერგეტიკისა და წყალ...

კომიტეტი