ირაკლი კირცხალია: საზოგადოების დაკვეთაა, რომ ვეღარ იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც რომელიმე ქვეყნის გავლენის ქვეშ მოექცევა. კეთილი ინებოს თითოეულმა ჩვენმა პარტნიორად წოდებულმა, რომ ღირსეულ საფუძვლებზე იყოს მზად თანამშრომლობისთვის

კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად არ მინდა გავაიგივო ამერიკელ ხალხთან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასთან ეს ჯგუფი, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დანაყოფების ლობისტად გვევლინება საქართველოში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას.
მისი თქმით, ამას ყოველთვის ამბობდა, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში არ აიგივებენ.
„ამიტომ ვთქვი, რომ შევხედოთ, დავაკვირდეთ რა გზას გაივლის ეს დოკუმენტი. სუფთა პოლიტიკური თვალსაზრისით ვამბობ და არ შევდივარ დოკუმენტის შინაარსში. სწორედ იმიტომ არ შევდივარ, რომ პოლიტიკური ასპექტი და პოლიტიკური ჭრილით ვუყურებ ამ ყველაფერს. თუ მივა პრეზიდენტის ხელმოწერამდე, მერე განვსაზღვრავთ ხელმოწერის ან არ მოწერის შემდეგ, თუ რა ვითარებაშია და რა სტადიაზეა ჩვენი ურთიერთობა. ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული თანამშრომლობა გადაიზრდება თუ არა რეალურ თანამშრომლობაში. ამას ყველანი კარგად ვნახავთ.
ახლა, რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენი დამოკიდებულება ჯო უილსონის და მისნაირების [მიმართ], „მეგობარი აქტის“ მიღება არ მიღებით არ იცვლება. ჩვენ ღია პოზიცია გვაქვს დაფიქსირებული, რომ მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვისთვის, არამედ თვისობრივად ახალი ურთიერთობების დასაწყებად ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ასე, რომ შევხედოთ.
უახლოეს ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი ჩვენზე მეტი პარტნიორი, ჩვენზე მეტი მეგობარი რეგიონში ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰყოლია. არ დაგვავიწყდეს ერთი, საზოგადოებას მივმართავ, როგორც ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობა, ასევე სჭირდება მას. როგორც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირთან ურთიერთობა, ასევე სჭირდება ევროკავშირს ჩვენთან ურთიერთობა. ყოველთვის გამოვდივართ ჩვენ ღირსეული საფუძვლებიდან, როდესაც პარტნიორობაზეა საუბარი და არა რაღაც მონურ, ვასალურ მდგომარეობაში ყოფნისას. ეს არის საზოგადოების დაკვეთა, რომ საქართველოში ვეღარ იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც რომელიმე ქვეყნის გავლენის ქვეშ მოექცევა. საქართველოში იქნება ყოველთვის ის ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ამის გარანტიაა, ამას ამაყად და თამამად ვამბობ, რომელიც ყველაფერს გააკეთებს და გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში მიიღებოდეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი დამოუკიდებლობიდან გამომდინარე და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
კეთილი ინებოს თითოეულმა ჩვენმა მეგობარმა და პარტნიორად წოდებულმა, რომ ღირსეულ საფუძვლებზე იყოს მზად ჩვენთან თანამშრომლობისთვის და არა იმ ორმაგი სტანდარტებით, რასაც ანთხევენ 2022 წლის შემდეგ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, უკვე ღიად და პირდაპირ ეთერში გამოვიდნენ ამ პოლიტიკურ ავანსცენაზე მათი პატრონები ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქნება თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.
„ცდილობენ შექმნან პოლიტიკური ამინდი იმ დესტრუქციული ძალიდან, იმ განულებული ძალიდან, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და მათი დანაყოფები ჰქვია. როგორ გამოსდით ეს პოლიტიკური ამინდის შექმნა, ამ ყველაფერს ხალხმა გასცა არაერთხელ პასუხი არაერთ არჩევნებზე. ამ არჩევნებზეც მეათედ და საიუბილეოდ გასცემს პასუხს მათ ასეთ ქმედებებს და მათ ასეთ აგენტურულ ქცევებს, აქ ამ აგენტურულ ქსელს და უფრო მაღალ წონიან აგენტებს, რომლებიც ოპერირებენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
1746551174
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: თავმჯდომარე გაუძღვება „ქართულ ოცნებას“ იგივე კურსით, რა კურსითაც ჩვენ მივდივართ. ჩვენი მთავარი საყრდენი არის ის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს იდენტობას
„ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე არსებულ კურსს გაუძღვება, რომლის მთავარი საყრდენი არის იდენტობის შენარჩუნება და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქარ...
1746551113
საზოგადოებაირაკლი ზარქუა „MEGOBARI აქტზე“ - მავნებლური აქტი დავარქვათ, მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და საქართველოს ინტერესებთან - უილსონის ინიციირებული სიგიჟეა
„მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუა...
1746548313
საზოგადოებაგიორგი გვიმრაძე: ის რაც სამეფო უბნის თეატრმა დადგა, მაგასაც ხელოვნებას უწოდებთ? ეგეც კულტურაა? ისე თუ მებრძოლი ათეისტები ხართ, გეყოთ სიმამაცე და რელიგიურ სიმბოლიკას ამოფარებული ნუ პოზიციონირებთ
ჟურნალისტი გიორგი გვიმრაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის „ლიბერტეს“ ჩანაწერის ნაწყვეტს, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. გვიმრაძე სვავს კითხვას, ის რ...
1746546784
საზოგადოებამთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარს მიიღებენ
მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახ...
1746541730
საზოგადოებაპაატა სალია: მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. რადიკალური ძალები ცდილობენ დღის წესრიგი შექმნან, თითქოს ციხეებში ადგილი აქვს ძალადობას. საზოგადოება ხედავს, რომ არანაირ სისტემურ ძალადობას ადგილი არ აქვს
მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გარდაცვლილი პატიმრის საკითხთან დაკავშირებით. სალია გამორიცხ...