პაატა სალია: მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. რადიკალური ძალები ცდილობენ დღის წესრიგი შექმნან, თითქოს ციხეებში ადგილი აქვს ძალადობას. საზოგადოება ხედავს, რომ არანაირ სისტემურ ძალადობას ადგილი არ აქვს

მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გარდაცვლილი პატიმრის საკითხთან დაკავშირებით.

სალია გამორიცხავს, რომ პატიმრის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა ძალადობას.

„მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, თუმცა მინდა აქვე ცალსახად გამოვრიცხო ის სპეკულაციები, რაც გვესმის უკვე ორი დღის განმავლობაში, რომ თითქოს ამ ძალადობის მონაწილე თავად პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები იყვნენ. ეს არის ცალსახად გამორიცხული. დღეს გამოქვეყნებული ვიდეომასალით აშკარად დასტურდება, რომ პაციენტს, აწ გარდაცვლილ პირს სახეზე არ აღენიშნებოდა რაიმე დაზიანებები. ის მძიმე დაზიანება, რომელიც მან თავის არეში მიიღო, სავარაუდოდ, დაცემის შედეგად, ამას გამოძიება დაადგენს საბოლოოდ და შესაბამისი ექსპერტიზების შემდეგ გახდება ცნობილი. სწორედ ამ დაცემის შედეგად მიიღო პატიმარმა ის დაზიანებები, რომლებიც შემდგომ სამწუხაროდ, სასიკვდილო აღმოჩნდა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ეს მასალა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაინტერესებულმა საზოგადოებამ ნახოს ის კადრები, რომელიც პენიტენციურ სისტემაშია. ასევე „ვივამედში“ პაციენტის მიღებისას არის გადაღებული და სადაც აშკარად ჩანს, რომ არანაირ ძალადობას, მით უფრო პენიტენციური სისტემის წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

რადიკალურმა ძალებმა აიტაცეს ეს ფაქტი და ცდილობენ ამასთან დაკავშირებით დღის წესრიგი შექმნან, რომ თითქოს ციხეებში ადგილი აქვს ძალადობას და ა.შ. ამას საზოგადოება არ დაიჯერებს. საზოგადოება ხედავს თუ რამდენად არის ვითარება შეცვლილი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, რომ არანაირ სისტემურ ძალადობას ადგილი არ აქვს“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746541655

მსოფლიო

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. რუსული ტყვეობიდან 205 უკრაინელი მებრძოლი სამშობლოში დაბრუნდა. „დღეს უკრაინამ...

სამხედრო ტყვეები

1746540482

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია „მეგობარი აქტზე“: სურვილი ერთია, რომ ხელისუფლებაში მობრუნდეს მათი მონა-მორჩილი ხელისუფლება, რომელიც თვალდაუხამხამებლად გადადგამს ნებისმიერ ნაბიჯს თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ და პატრონების ინტერესების დასაცავად

სურვილი ერთია, რომ ხელისუფლებაში მობრუნდეს მათი მონა-მორჩილი ხელისუფლება, რომელიც თვალდაუხამხამებლად გადადგამს ნებისმიერ ნაბიჯს თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ და პატრონების ინტერესების დასაცავად, - განა...

ირაკლი კირცხალია

1746540265

საზოგადოება

მეუფე იაკობი: რომელიმეს ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენზე ვაჟკაცები არიან? რუსს რომ იძახიან და უარესად ექცევი, ასე შეიძლება?

„რომელიმეს ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენზე ვაჟკაცები არიან? რუსს რომ იძახიან და უარესად ექცევი, ასე შეიძლება? იმან 20% მოახდინა, შენ რომ გონების ოკუპაციას უკეთებ ხალხს, შეიძლება?“ - ამის შე...

გფ

1746537895

მსოფლიო

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მას თანამდებობის დატოვება სურს

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას თანამდებობის დატოვება სურს და იმედი გამოთქვა, რომ მის ამ სურვილს რუსეთის ხელისუფლება დააკმაყოფილებს. ჟურნალისტებმა...

 რამზან კადიროვი

1746537077

საზოგადოება

კახა მიქიაშვილი დათა თავაძის სპექტაკლზე: არის რაღაცები, რაც ცდება კოლეგიალობას, პროფესიას და არის საკითხები სადაც არსებობს ელემენტარული ზღვარი! ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია თეატრზე

„უამრავი სპექტაკლი გვინახავს ან გაგვიგია, სადაც სიშიშვლეა და არავის არ ჰქონია მძაფრი რეაქცია, მაგრამ არის თემები, რაც უზნეობაა! ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია არც თ...

კახა მიქიაშვილი