ლევან გაჩეჩილაძე: ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი შოთიკო იამანიძე პატარა ბიჭი იყო, რომელიც ქუჩაში გააჩერეს, ძალით გაკოჭეს, ნარკოტიკი გაუკეთეს და ნარკოტიკის მოხმარება-გასაღების გამო დაიჭირეს, ეს იყო მაშინდელი დემოკრატია

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სატელევიზიო არხ „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვის ფაქტები განიხილება, კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს უსმენენ.

გაჩეჩილაძე თავის გამოსვლაში ახალგაზრდებს მიმართავს და ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერის შოთიკო იამანიძის ისტორიას იხსენებს.

„მინდა ახალგაზრდებს მივმართო. ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი შოთიკო იამანიძე პატარა ბიჭი იყო, რომელიც ქუჩაში გააჩერეს, ძალით გაკოჭეს, ნარკოტიკი გაუკეთეს, კაცი სიგარეტს არ ეწეოდა და ნარკოტიკის მოხმარება გასაღების გამო დაიჭირეს. ეს იყო მაშინდელი დემოკრატია. შესაბამისად, დღეს მიმდინარე მოვლენები რაც არის, იმდენად აბსურდული და გაუგებარია ჩემთვის, რომ ძალიან რთულია ამის წარმოდგენა“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748011602

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: გახარია როდესაც აცხადებს პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა

„გახარია როდესაც აცხადებს ჩვენ პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გიორგი გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა გააკეთეს, ანუ სია ცენტრალურ...

დავით მათიკაშვილი

1748010056

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი 26 მაისზე: ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან

„ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან“, - განაცხადა პარლამ...

დავით მათიკაშვილი

1748008247

ახალი ამბები

თემურ ქეცბაია: ველოდებით, რომ ფინალს „პარი სენ-ჟერმენი“ მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის მეორე გამარჯვებული ქართველი გვეყოლება

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარა...

მწვრთნელი თემურ ქეცბაია

1748005786

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7383 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

 ვალუტის კურსი

1748005056

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაოების დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება, მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობა დღეს ეკონომიკისა...

ლევან მოსეშვილი