ლევან იზორია ჩორჩანას საგუშაგოზე: მე ინფორმაცია არ გამაჩნდა არც არაოფიციალური და მით უფრო არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში - მთავარი პასუხისმგებელი თემაზე არის ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს

თავდაცვის ყოფილი მდივანი ლევან იზორია აცხადებს, რომ სოფელ ჩორჩანაში 2019 წელს ქართული საგუშაგოს გახსნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ამ თემაზე მან მედიასთან პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა, სადაც მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმის შესახებ გამოიკითხა.
„მე ინფორმაცია არ გამაჩნდა არც არაოფიციალური, პირადი კომუნიკაციის ფარგლებში და მით უფრო არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში, იქნებოდა ეს მთავრობის სხდომა, თუ განსაკუთრებით უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში ასეთი განხილვა არ ყოფილა. მაშინ უსაფრთხოების თემებს სერიოზული აღქმა ჰქონდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან.
სამწუხაროდ, მივიღეთ ცუდი შედეგი. ფაქტებით ვამყარებთ და არა სპეკულაციებით - არ არსებობს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ახალშექმნილი ორგანო, ახალი მოტივაციით და პასუხისმგებლობით, შეიკრიბოს, რათა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ნომერი პირველი პრიორიტეტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის საფრთხეებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამ შემთხვევაში ამ საგუშაგოს განთავსებას, განხილულიყო სწორედ პასუხისმგებლობიან ფორმატში, რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა.
პოლიტიკოსის ვალდებულებაა, საფრთხეების პრიორიტეტები განსაზღვროს. როდესაც ხედავ, რომ გადაწყვეტილებით უფრო დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება, აღმოჩნდე, უნდა დაფიქრდე და შესაბამისად იმოქმედო. მთავარი პასუხისმგებელი თემაზე არის ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს”, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
1753375016
ახალი ამბებითვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლების ადვოკატი: კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით
„კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით“, - ამის შესახებ თვალჭრელიძის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლების წარმომადგენელმა თეონა რობაქი...
1753374071
სპორტირევაზი მჭედლიშვილი ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რევაზ მჭედლიშვილმა(57 კგ). რევაზ მჭედლიშვილმა 4 მებრძოლი დაამარცხა და...
1753371170
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „პ...
1753368799
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქ...
1753367155
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში რადიკალებს „ქართული ოცნებისგან“ მძიმე მარცხი ელოდებათ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, რადიკალური ოპოზიცია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამარცხდება. „64-ვე...