ლევან ხაბეიშვილი: იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან, მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტაციის გაყალბების გამო ხელები მიემტვრევათ

"იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან, მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტაციის გაყალბების გამო ხელები მიემტვრევათ", - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების პროცესი იმართება.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესი დროულად დასრულდეს. მისივე განმარტებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი მძევლობაში და ტყვეობაშია, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში ვერ იქნება.

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჯანდაცვის კრიმინალი მინისტრი და იუსტიციის მინისტრი რომ უზის და აყალბებენ, მათ შორის კონკრეტულ დოკუმენტაციას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ხელები მიემტვრევათ იმ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებს. პირდაპირი მნიშვნელობით ხელები მიემტვრევათ.

ამიტომ, დღეს, ცხადია, წარმოდგენილი ვარ სასამართლოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მალე მორჩეს.

ისედაც ამდენი ხნის განმავლობაში გაიწელა და ყველა ვხედავთ, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაჩქარდეს, პროცესი იწელება. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად იცოდეს, არანაირი სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი არ და ვერ იქნება, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი მძევლობაში და ტყვეობაშია.

შესაბამისად, გადაწყვეტილება აქვს მისაღები პრეზიდენტის სიკვდილსა და პრეზიდენტის გადაყვანას შორის. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად გაიაზროს, რომ თავმჯდომარის არჩევნები დასრულდა, ენმ-ს მხარდამჭერებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს და ხალხს ჰყავს მთავარი მტერი- ბიძინა ივანიშვილი და გაჭირვება.

ამაზე რომ ვკონცენტრირდეთ, ეს არის მნიშვნელოვანი და ვინმეს თუ უბრალოდ კინკლაობა უნდა, ეს მისი საქმეა”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "რა დანაშაული მიმიძღვის ქვეყნის, ჯანდაცვის სფეროსა და ცენტრის წინაშე" - ამირან გამყრელიძის სკანდალური წერილი ჯანდაცვას

* "წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება, თან, დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი"   

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1728033887

სოციალური მედია

🎥 „გამომაგდეს, არ გადამიხადეს არც კომპენსაცია, დამტოვეს უსამსახუროდ, უხელფასოდ“ - რა მოხდა რესტორანში „RAMBLA“

სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც რესტორანში „RAMBLA“ ბარმენად მუშაობდა, ტიკტოკზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ადმინისტრაციამ სამსახურიდან რუსი ქალის გამო გაუშვა. გარდა ამისა, ვიდეომიმ...

სოციალური ქსელის მომხმარებელი

1728024915

საზოგადოება

4 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით მაქსიმალური ტემპერატურა 25° დაფიქსირდება.  პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა - 23° - უმეტესად მზიანი სოხუმი - 24° - მზიანი ზუგდიდი - 25°  ...

ამინდი

1728023106

საზოგადოება

მხარდაჭერა მმართველ გუნდს - ცნობილი სახეები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნას დაესწრნენ

თბილისში, რუსთაველის N28-ში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნება. ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყო და სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.  მმართველი გუნდის ღონისძიებას, საზოგადოებისთვ...

ცნობილი სახეები

1727988313

საზოგადოება

„მეუღლეს ჩემი თანდასწრებით შვილი არ უტირია.. როცა ჩემ შვილს შევხვდები, ჯერ მას უნდა ჩავაბარო აღსარება“ – ტარიელ ხარხელაური

„მე შეიძლება საკუთარ თავს ვუთხრა საყვედური, მაგრამ უფლის წინაშე საყვედური არ მითქვამს, არც იმ ტრაგედიის გამო რომელიც მოხდა“, - ამის შესახებ მწერალი ტარიელ ხარხელაური „სხვა რაკურსში“ საუბრობს.  როგორც...

ტარიელ ხარხელაური

1727986802

საზოგადოება

თბილისის ნაწილს, 4 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 4 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღ...

დენი წავიდა