ლევან მაჭავარიანი დანიგანის განცხადებაზე: თუ სწორად აღიქვა ბიძინა ივანიშვილის პასუხი, მაგ შემთხვევაში, ხელოვნურად ავრცელებს დეზინფორმაციას, შეიძლება ვერ გაიგო და საელჩოს ვურჩევდი, თარჯიმანი გამოცვალონ

პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ „რადიო თავისუფლებაზე“, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია საუბრობს, რომ ეს არის პროპაგანდისტული მედიასაშუალება, რომელიც აუცილებლად უნდა დაიხუროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქალბატონი დანიგანიც აღარ არის ელჩი, იგი პენსიაზეა გასული და ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა მათი ინტერვიუ, თუმცა, აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ერთ პასაჟს, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეხება, სადაც ყოფილი ელჩი მას აბსოლუტურად საპირისპიროში ადანაშაულებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, აშშ-ის ყოფილი ელჩის, რობინ დანიგანის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ გაკეთებული განცხადების შესახებ საუბრისას.
მისი შეფასებით, ყოფილი ელჩის განცხადება, რომ „ ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს“, ბადებს კითხვას, სწორად გაიგო თუ არა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილის პასუხი, როდესაც მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, თუ ყოფილმა ელჩმა პასუხი სწორად გაიგო, მაშინ ის ხელოვნურად ავრცელებს დეზინფორმაციას, ხოლო, თუ ვერ გაიგო, საელჩომ თარჯიმანი უნდა გამოცვალოს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ნათლად განმარტა, თუ რატომ განაცხადა უარი რობინ დანიგანთან შეხვედრაზე და რატომ შესთავაზა მას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.
„ერთი საკითხია, ყოფილმა ელჩმა, ეს პასუხი, რაც ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო, სწორად აღიქვა თუ არა. თუ სწორად აღიქვა, მაგ შემთხვევაში, ხელოვნურად ავრცელებს დეზინფორმაციას, შეიძლება სწორად ვერ გაიგო ფიზიკურად და მაგ შემთხვევაში, საელჩოს ვურჩევდი, თარჯიმანი გამოცვალონ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის პასუხი ძალიან მკაფიო იყო.
იქიდან გამომდინარე, რომ იგი იმყოფებოდა და იმყოფება დე ფაქტო, დეიურე სანქციების ქვეშ, მას ჰქონდა კომპლექსი, რომ არ გაჩენილიყო განცდა, პირველ რიგში თავად მას არ გასჩენოდა და გუნდშიც არ გაჩენილიყო განცდა, რომ რაიმე ნაბიჯი სახელმწიფოებრივი გადაიდგა მისი პირადი ინტერესების საპირწონედ. სწორედ აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად განუმარტა ამერიკულ მხარეს და შესთავაზა, პრემიერ-მინისტრთან ყოფილიყო ეს შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი არც დე ფაქტო და არც დე იურე სანქციების ქვეშ არ იმყოფებოდა და სწორედ ეს გახლდათ შეთავაზების მიზანი, რაზედაც ყოფილი ელჩისგან უარი მიიღო.ეს შეხვედრა იქნებოდა კონტრპროდუქტიული და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, თუ რატომ იქნებოდა კონტრპროდუქტიული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1751906688
საზოგადოებალალი აფციაური ალექსი ახვლედიანის მდგომარეობაზე: ვერ დაველაპარაკე, უმძიმესი სტრესული მდგომარეობა აქვს, კითხვაც ვერ დავუსვი
ადამიანს ვერ დაველაპარაკე, უმძიმესი სტრესული მდგომარეობა აქვს, კითხვაც ვერ დავუსვი, - განაცხადა ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა. „უბრალოდ მოვიკითხე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავეცა...
1751904719
ახალი ამბები2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
2025 წლის ივნისის მდგომარეობითსაქართველოს საერთაშორისო სავალუტორეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდადა 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნისმაკროეკონომიკური სტა...
1751902100
საზოგადოებალევან მახაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სანქცირებულია ამერიკის წინა ხელისუფლების მიერ და ბუნებრივია სანამ ეს არასამართლიანი სანქციები ძალაშია, ნებისმიერი საუბარი იქნებოდა პირდაპირ შანტაჟის მცდელობა
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აშშ-ის ყოფილი ელჩის, რობინ დანიგანის, მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება....
1751900575
საზოგადოებააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. „დოკუმენტს აფხაზეთის ა/რ განა...
1751899643
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი: არც ეუთო/ოდირის და არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არ წერია, რომ არჩევნები გაყალბდა
არც ეუთო/ოდირის და არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არ წერია, რომ არჩევნები გაყალბდა. ვერსად ვერ ვნახავთ ჩვენ ასეთ ჩანაწერს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ცენტრალური საარჩევნო კომ...