ლევან მაჭავარიანი: გარე უფროსები „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ფსონს ვეღარ დებენ, სურთ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ გამიჯნონ „ლელოსგან“ და გახარიას პარტიისგან - ისინი ერთი და იგივე ვერტიკალიდან იმართებიან, ამიტომ ვეძახით „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“

„გარე უფროსები, უკვე წინა არჩევნებზე მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა და იმდენად ასოცირებულია სისხლიან რეჟიმთან, რასაც ვერ წაუშლიან, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ ამაში დახმარებოდნენ, ისინი ფსონს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვეღარ დებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მოსახლეობის ნაწილი ვერ აღიქვამს იმას, რომ „ლელო“ და „გახარია - საქართველოსთვის“ ზუსტად იმავე ვერტიკალიდან იმართება, საიდანაც „ნაცმოძრაობა“ და „ახალი“, სწორედ ამიტომ უწოდებენ მათ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას.“
„„ახალი“, რომელიც თითქოს წინა არჩევნებზე შეასაღეს საზოგადოებას, როგორც ახალი წარმოქმნილი ძალა, ამაშიც დარწმუნდნენ, რომ საზოგადოება კარგად აღიქვამს, რომ ზუსტად ერთი და იგივე ძალაზეა საუბარი „ახალის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც დღეს ვერ აღიქვამენ იმას, რომ „ლელოც“ და გახარიას პარტიაც აბსოლუტურად, ერთი და იგივე ვერტიკალიდან იმართებიან, იგივე ვერტიკალიდან, საიდანაც იმართება „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და ა.შ. ამიტომ ვეძახით კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას. აქედან გამომდინარე, სურთ, რომ გამიჯნონ თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“, „ლელოსგან“ და გახარიას პარტიისგან, თუმცა, კონკრეტულად გახარიას და „ლელოს“ რეიტინგიც დრამატულად არის შემცირებული და ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აღიქვა, რომ ეს ოთხივე პარტია კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1751723120
საზოგადოებაკობა კობალაძე: საკმაოდ ბევრი თარიღია ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, როდესაც სამაგალითო გმირობის მომსწრენი გავხდით. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი იყო კამანში - დიდება გმირებს
32 წელი კამანის ტრაგედიიდან. დღეს, აფხაზეთში, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა...
1751722970
საზოგადოებადავით მათიკაშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე: წესით, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ვისაც სურს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ამ შანსით უნდა სარგებლობდეს
მიხეილ ყაველაშვილმა მკაფიო განაცხადი გააკეთა, როდესაც დანაშაულში მხილებულ ადამიანებს შანსი მისცა, რომ სრულყოფილად ჩაერთონ არჩევნების პროცესში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო...
1751722925
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: გერმანიის ელჩი ამბობს, რომ ელენე ხოშტარია რადიკალი არ არის. წარმოგიდგენიათ როგორი ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრაა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს?
ის ამბობს, რომ ელენე ხოშტარია რადიკალი არ არის. წარმოგიდგენიათ როგორი ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრაა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს. თან, იმ პიროვნებისგან, რომელიც ჩვენი მეგობარი გერმანიის წარმომადგენელია...
1751722857
მსოფლიოტეხასის შტატში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სამაშველო სამსახურები საზაფხულო ბანაკში მყოფ ათობით ბავშვს ეძებენ
ტეხასის შტატში წყალდიდობის შემდეგ, რასაც, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამაშველო სამსახურები საზაფხულო ბანაკიდან დაკარგულ ათობით ბავშვს ეძებენ. მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარ...
1751722794
მსოფლიოერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოდროინდელი „სამწუხარო მოვლენები“ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოდროინდელი „სამწუხარო მოვლენები“ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს. ამის შესახებ თურქეთის ლი...