ლევან მაჭავარიანი: გვაკრიტიკებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ 6-გვერდიანი, უმარტივესი კანონი მივიღეთ, ახლა თვითონ საუბრობენ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე

„გვაკრიტიკებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ 6-გვერდიანი, უმარტივესი კანონი მივიღეთ, ახლა თვითონ საუბრობენ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, როგორც ჩანს ახლა უკვე ისინიც იაზრებენ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა“,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპის სახალხო პარტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გამჭვირვალობის კანონის მიღებისთვის მწვავედ აკრიტიკებს, თავად არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და საქმიანობის გამჭვირვალობაზე საუბრობს.
„გვაკრიტიკებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ 6-გვერდიანი უმარტივესი კანონი მივიღეთ, რომელიც მხოლოდ იმას ავალდებულებდა „ენჯეოს“, გაესაჯაროებინა რა თანხა ჩაერიცხა და სად გადარიცხეს, ახლა თავად საუბრობენ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. კარგი არის, რომ ამ ტრენდში ევროპა ამერიკას აჰყვა, ვინაიდან ჯერ ამერიკაში ამხილეს USAID-ი და NED-ი, ყველაზე მსხვილი ორგანიზაციები მავნებლურ საქმიანობაში, კრიმინალურ საქმიანობაში.
როდესაც გამჭვირვალობის კანონის მიღება დღის წესრიგში იდგა თვითონ ევროკავშირში, მათ ეს გადადეს და განმარტებით ბარათში ეწერათ, გადადების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ თუ ჩვენ მივიღებთ, ასეთ შემთხვევაში საქართველოს კრიტიკას ამ მიმართულებით ვერ გავაგრძელებთო, ამიტომ იყო ეს ყველაფერი გადადებული. მაგრამ როგორც ჩანს ახლა უკვე ისინიც იაზრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.
1746536968
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7473 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7477 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის...
1746534165
საზოგადოებალევან მგალობლიშვილი: მამია ალასანიას გმირული გზა არაერთი თაობისთვის რჩება სამშობლოსადმი ერთგულების ნათელ მაგალითად
საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქა...
1746534111
საზოგადოებაირაკლი ზარქუა „MEGOBARI აქტზე“: მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ, რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან - უილსონის ინიციირებული სიგიჟეა
მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ, რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან...
1746529911
საზოგადოებაევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონსა და „გარემოსდაცვითი შეფასების“ კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭრა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს და „გარემოსდაცვითი შეფასების“ კოდექსში დაგეგმილ სიახლეებს. „ენერგეტიკისა და წყალ...
1746528907
საზოგადოებალევან დავითაშვილმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა
საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინ...