გამოცემა „პოლიტიკოს“ სტატია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ ფორმატს, პოლიტიკური შეფასებების საგანია. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ეს სცენარი ყველასათვის დიდი ხნის წინ იყო ცნობილი, ხოლო ზელენსკის მხრიდან ორბანის მისამართით მუქარა ყოვლად მიუღებელია.
„პირველ რიგში, სრულიად გაუგონარია ნატოს წევრი სახელმწიფოს ლიდერზე სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ეს არაფერში ჯდება. რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან და ნატოს მხრიდან აქამდეც ვიხილეთ, ეს არის ის დასასრული, რაც წინასწარ იყო ცნობილი. უკრაინის არც ნატოში მიღებას აპირებდნენ, არც ევროკავშირის მიღებას აპირებენ და ახლა ნელ-ნელა აპარებენ ამ ტიპის გადაწყვეტილებებს. თუკი ვინმე ანტიევროპულ კამპანიას თუ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, ეს თავად ბრიუსელია, თავად ის მაღალჩინოსნები, რომლებიც თავის დროზე უკრაინას აბრუებდნენ ცრუ დაპირებებით“, - აცხადებს მახაშვილი.
ლევან მახაშვილი ხიდაშელის განცხადებაზე: ეს არის პირდაპირი მოწვევა, რომ აქაც დაბომბონ და საქართველოთი დაინტერესდნენ
1772741393
ნიკოლოზ სამხარაძემ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე ენერგოდამოუკიდებლობაზე ისაუბრა
1772738892