„საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი პროექტი „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ დაიწყო, რომელიც ინკლუზიური სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში თბილისში გამართული პირველი შეხვედრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.
მან სიტყვით გამოსვლისას ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.
„ინკლუზიური განათლების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი ინიციატივა. მათ შორის, სამინისტროში შეიქმნა სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი, ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
ამჟამად დავიწყეთ ახალი პროექტის განხორციელება, რომელიც საჯარო დიალოგის ფორმატში წარიმართება და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მოსწავლეთა მშობლები და ყველა დაინტერესებული მხარე. მოვისმენთ თითოეულის პოზიციას, რეკომენდაციას და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ბავშვთა საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით მოხდება“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში მასწავლებლებთან, მშობლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან პანელური დისკუსიები გაიმართება.
მიღებული უკუკავშირები და გამოკვეთილი საჭიროებები სამინისტროს მიერ გათვალისწინებული იქნება ინკლუზიური სერვისების განვითარების პროცესში.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
1772728893
მსოფლიოაზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა - მედია
აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „საჰაერო სივრცე 12 საათის განმავლობაში დახურული იქნება“, - აღნიშნულია ინ...
1772727669
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ქართული ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა
„ჩვენი ქართული ოცნებაა, გვქონდეს სრული სუვერენიტეტი ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა - ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ამიტომ ჩვენი ოცნებაა ტერიტო...
1772725532
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრი ერქვა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ სიცრუეს ავრცელებს, ერთი სული აქვს, აქაც ვინმემ რამე ჩამოაგდოს, ჰგონიათ, ქაოსში ხელისუფლებაში მოვლენ
„ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება უცხო ქვეყნების დაკვეთების შემსრულებელი იყო. მისთვის მიუღებელია მართლმადიდებლობა, ტრადიციები, სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ერთი სული აქვს, რამენაირად, აქაც ვინმემ რა...
1772724299
ახალი ამბებიგვარამიას პარტიის წევრი ივა ჭყონია: როგორ შეიძლება შენს მეზობელთან იყოს ომი და შენ გქონდეს მშვიდობა, ეს ტყუილია. მარტო საქართველოში მშვიდობა ვერ იქნება, პირიქით, შეიძლება უფრო ძვირიც დაგვიჯდეს და მეტი პრობლემები შეგვექმნას
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის ივა ჭყონიას თქმით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში მშვიდობაა, ეს მოჩვენებითია და მას მოგონილ მშვიდობას უწოდებს. მან ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა,...
1772722870
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა
„ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე, ვხედავთ, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ იმ პოლიტიკის სისწორე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს“, - ამის შესახებ საქართვე...































