ლევან მახაშვილი ხიდაშელის განცხადებაზე: ეს არის პირდაპირი მოწვევა, რომ აქაც დაბომბონ და საქართველოთი დაინტერესდნენ
„ნებისმიერ სიტუაციას გამოიყენებენ იმისთვის, რომ სახელმწიფო დააზიანონ. უნდათ ქვეყანაში შექმნან არასტაბილურობა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში არსებობს ინსტიტუტი, ე.წ. უნივერსიტეტი, რომელიც ტერორისტებს ამზადებს.
„ეს არის პირდაპირი მოწვევა, რომ აქაც დაბომბონ და საქართველოთი დაინტერესდნენ. პირდაპირი მონიშვნაა, რომ აქ დრონები და ბალისტიკური რაკეტები უნდა ჩამოყაროთო. წითელი ალმის აფრიალებაა, რომ ესეც [საქართველო] იყოს სამიზნე. ადამიანებზე გვაქვს საუბარი, რომლებმაც ძალიან კარგად იციან რა არის და რა არ არის საქართველოში.
ნებისმიერ სიტუაციას გამოიყენებენ იმისთვის, რომ სახელმწიფო დააზიანონ. უნდათ ქვეყანაში შექმნან არასტაბილურობა, რაც საბოლოო ჯამში გადაითარგმნება ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებაში და შესაძლებლობაში, რომ მობრუნდნენ ხელისუფლებაში. მარტივი სქემაა. ჩვეულებრივი პაიკები არიან ამ პროცესში, რადგან გეოპოლიტიკური დაპირისპირების ავტორები არიან სხვაგან“, - აღნიშნა მახაშვილმა.
1772733396
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რე...
1772733308
მსოფლიოუნგრეთის მთავრობა: ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ღია საფრთხედ მივიჩნევთ
უნგრეთის მთავრობა ღია საფრთხედ მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, - აცხადებს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი. როგორც კოვაჩმა აღნიშნა, ზელენსკის მუქარა და შანტა...
1772732257
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში თავად უნდა მონაწილეობდეს
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში ის თავად უნდა იყოს ჩართული. მისი თქმით, აიათოლა ალი ხამენეის შვი...
1772728893
მსოფლიოაზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა - მედია
აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „საჰაერო სივრცე 12 საათის განმავლობაში დახურული იქნება“, - აღნიშნულია ინ...
1772727669
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ქართული ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა
„ჩვენი ქართული ოცნებაა, გვქონდეს სრული სუვერენიტეტი ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა - ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ამიტომ ჩვენი ოცნებაა ტერიტო...































