ლევან მგალობლიშვილი: მნიშვნელოვანია, ყველა დევნილს ჰქონდეს ინფორმაცია რას ხმარდება აფხაზეთის მთავრობის და მასში შემავალი სამინისტროების ბიუჯეტი

ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო სახსრები იყოს გამჭვირვალე, თითოეული ლარი დაიხარჯოს ეფექტურად და ყველა დევნილს ჰქონდეს იმის შესახებ ინფორმაცია რას ხმარდება აფხაზეთის მთავრობის და მასში შემავალი სამინისტროების ბიუჯეტი, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა განათლებისა და კულტურის ახალი მინისტრის წარდგენისას.

აფხაზეთის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსად დაინიშნა, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა ბექა ღვაჩლიანმა დაიკავა.

„აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია მთავრობის აპარატის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ბექა ღვაჩლიანი. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად.

დავით მორგოშიამ მოკლე პერიოდში განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში და ურთიერთობა გააღრმავა პარტნიორ ორგანიზაციებთან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. მთავრობის აპარატიდან ის კიდევ უფრო მეტს შეძლებს, რომ ამ და სხვა სამინისტროების მიმართულებებით გააძლიეროს მუშაობა და მინდა წარმატება ვუსურვო მას ამ მეტად მნიშვნელოვან პოზიციაზე.

რაც შეეხება ბექა ღვაჩლიანს, მას აქვს დიდი გამოცდილება ხალხთან კომუნიკაციის. განათლება მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის მიმართულებით. აქვს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747418668

ახალი ამბები

ამინდი კვლავ გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მოსახლეობას სოციალური ქსელით აფრთხილებს. 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.  18 მაისის დღის ბოლოდან...

ამინდი

1747417039

ახალი ამბები

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ასევე, შეიცვლებასაზოგ...

მოძრაობა

1747414597

სპორტი

თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი ჩატარდა

თბილისში, „დინამო არენაზე“  საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. საქართელოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – გიორგი...

თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი

1747414364

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია - ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მეგობრული და თბილი დამოკიდებულება

მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია! ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედიის საშუალებები საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძ...

დავით ჩიხელიძე

1747412985

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული დიპლომატების დასწრება სასამართლო სხდომაზე არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის

„დიპლომატს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს და მით უმეტეს, არ აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანე...

ირაკლი კობახიძე