მაია ბითაძე: ბრიტანეთმა შეითავსა ბაიდენის ადმინისტრაციის მავნებლური პოლიტიკა - თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი კოლონიური და ბატონყმური დამოკიდებულება ოდესმე წარმატების მომტანი იყო რომელიმე ქვეყნისთვის, კარგად გაიხსენონ საქართველოს ისტორია

ჩვენ არ უნდა გვქონდეს ისეთი დამოკიდებულება ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ იქ ყველა [ერთნაირად] ფიქრობს. ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავბრუნდით, ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს ევროპელ კოლეგებთან, მათ შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთან, მალტის, ბელგიის შვეიცარიის, საფრანგეთის წარმომადგენლებთან. ჩვენ ძალიან ღია და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ შეაფასებს კონკრეტული ქვეყნების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ ქმედებებს, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, დაასანქციროს ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

„ის ადამიანები, ვისაც ჩვენ შევხვდით ადეკვატურად აფასებენ საქართველოს ხელისუფლების სურვილს, რომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი ამ სახელმწიფოში. მათ ძალიან კარგად ესმით, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომლის 20 პროცენტი რუსეთის ქმედებების შედეგად და ნაციონალური მოძრაობის დახმარებით გაფორმდა ოკუპირებულად. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ არ შეიძლება ევროპის ბიუროკრატიის ქმედებების ასეთ სტილში გაგრძელება, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობას რწმენა ეკარგება და უფასურდება თვითონ ევროპული ღირებულებები. მათ ძალიან კარგად ესმით ჩვენი მდებარეობა, ის გეოპოლიტიკა, რომელიც ჩვენ გარშემო ვითარდება, შესაბამისად მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ევროპაში გადაწონის საღი აზრი. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რა სიტუაციაში ვართ დღეს: მოვისმინეთ საფრანგეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომ აპირებს პალესტინის აღიარებას; იქ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ჭიდილს ყველა სახელმწიფოსთან ტარიფების თემასთან დაკავშირებით; იქ ვხედავთ უკრაინაში ომის გადაწყვეტის გაჭიანურებას და ამ ფონზე ევროპარლამენტარები თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, როგორიც მაგალითად [მიხაილ] გალერიმ გააკეთა. ძალიან კარგად იკვეთება ის, რომ ეს არის ჩვეულებრივი კომუნისტური და ასევე ფაშისტური მოწოდებები, როდესაც ადამიანის ქონების (თან ვისი, ბიძინა ივანიშვილის, რომლის როლი საქართველოს სუვერენიტეტისა და ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული ძალიან დიდია) ექსპროპრიაციაზე საუბროს.

ახლა ვხედავთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეითავსა ბაიდენის ადმინისტრაციის მავნებლური პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ასანქცირებს ვის - მოსამართლეებს, ასანქცირებს ახლა უკვე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, თან არც აკეთებს განმარტებას ერთი წინადადებითაც კი. ოთხი სიტყვით ამბობს, რომ ადამიანს უფლებების მასობრივ დარღვევებში, თუ განსაკუთრებულ დარღვევებში არიან შემჩნეულები ეს ადამიანებიო და რომელში, - არ გვეუბნება. ასეთი უაპელაციო განცხადებით არღვევენ იმ დემოკრატიის პრინციპებს, რაზეც ბრიტანეთი იდგა და მაგალითი იყო მთელი მსოფლიოსთვის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოსთან ასეთი კოლონიური და ბატონყმური დამოკიდებულება ოდესმე წარმატების მომტანი იყო რომელიმე ქვეყნისთვის, კარგად გაიხსენონ საქართველოს ისტორია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა დამპყრობლების მიერ იყო დაპყრობილი, მაგრამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, მედეგობა. ჩვენთვის ევროპული ღირებულებები პირველ რიგში არის სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა და თავის შეკავება იმისგან, რომ ბატონ-ყმური, მბრძანებლური დამოკიდებულება ჰქონდეთ საქართველოს მიმართ, ძირი გამოუთხარონ ძალოვან სტრუქტურებს და იფიქრონ იმაზე, თითქოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი შეშფოთდება იმის გამო, რომ უვიზო მიმოსვლას შეუჩერებს რომელიმე სახელმწიფო და ამიტომ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს. ძალიან კარგად გაიხსენონ საქართველოს ისტორია, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის, ჩვენი რელიგიისთვის მილიონობით ქართველს საუკუნეების განმავლობაში თავი შეუწირია. ასე რომ, ეს არის ფუჭი ქმედებები და სამწუხაროდ ეს სახელმწიფოები ძირს უთხრიან ევროპულ სტრუქტურებს, ძირს უთხრიან საკუთარ რეპუტაციას და ამის ნათელი მაგალითი იყო ილჰამ ალიევის განცხადება, მათ შორის, როდესაც საუბარია შუა დერეფანზე, ეკონომიკურ კავშირებზე აღმოსავლისა და დასავლეთ შორის“, - განაცხადა ბითაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744984178

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი...

ზოგადი

1744981381

მსოფლიო

ზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცისკარიძესთან ერ...

ნიკოლოზ ცისკარიძე

1744979659

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო ოპოზიცია ქუჩაში

„შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინას...

შალვა პაპუაშვილი

1744976956

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა

„სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო კან...

ნინო წილოსანი

1744975039

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: გერმანია ქართველი ხალხის მოთხოვნას, პარტნიორულ ურთიერთობას არ ითვალისწინებს, რომ მათ ქვეყანაში ზურაბ ადეიშვილის მსგავსი მძიმე დამნაშავეები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ

გერმანია ზურაბ ადეიშვილის, რომელიც ადამიანის უფლებათა უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული, თავშესაფრის ქვეყანა გახდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ქართვე...

ნინო წილოსანი