მაკა ბოჭორიშვილი: ევროპული ინტერესები თუ არსებობს, ჩვენ აქ ვართ, რათა ვითანამშრომლოთ ევროპული ინტერესების სასარგებლოდ, არის ქართული ინტერესებიც, რაც გასათვალისწინებელია

ევროპული ინტერესები თუ არსებობს, ჩვენ აქ ვართ, რათა ვითანამშრომლოთ ევროპული ინტერესების სასარგებლოდ, არის ქართული ინტერესებიც, რაც გასათვალისწინებელია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე“ გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობის განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. ამის გარეშე ჩვენ ვერ განვახორციელებთ დაკავშირებადობის პროექტებს – თუ გვაქვს მხარეები, აღმოსავლეთი და დასავლეთი, ვერ განვავითარებთ თანამშრომლობას ორივე მხარესთან. ასე რომ, საქართველოს მაგალითი საკმაოდ საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩვენ შევიმუშავეთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები მრავალ აქტორთან ჩვენს რეგიონში, გარდა მეზობელი ქვეყნისა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან, ცენტრალური აზიის უმეტეს ქვეყანასთან. ეს ნამდვილად აძლევს ერთგვარ დამატებით იმპულსს საქართველოს განვითარებას, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ კვანძს. როდესაც საქმე ეხება ინტერესთა დაბალანსებას, ვფიქრობ, ჩვენს რეგიონში თანამშრომლობის საუკეთესო მოდელი იქნება, საშუალება მივცეთ ქვეყნებს, განავითარონ თავიანთი სუვერენიტეტი, საკუთარი ეროვნული ინტერესები და შემდეგ ითანამშრომლონ ყველა დანარჩენის საკეთილდღეოდ. ასე რომ, ევროპული ინტერესები თუ არსებობს, ჩვენ აქ ვართ, რათა ვითანამშრომლოთ ევროპული ინტერესების სასარგებლოდ. არის ქართული ინტერესებიც, რაც, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია. იგივე ეხება ჩინეთს და სხვა მოთამაშეებს რეგიონში. ასე რომ, არსებობს საერთო ინტერესები და სწორედ აქ უნდა განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა, განვავითაროთ პარტნიორობა. ვფიქრობ, გვაქვს ეს პოტენციალი.
უამრავი წარმატებული პროექტია, რომელიც განვითარდა სამხრეთ კავკასიაში პარტნიორობით, ჩვენს მეზობლებთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან. ეს პროექტები უკვე ათწლეულებია, არსებობს და ეს არის მეზობლობის კარგი მაგალითი რეგიონის ქვეყნებს შორის. მჯერა, ჩვენ შეგვიძლია, კიდევ მეტი შევთავაზოთ უფრო ფართო რეგიონს. რა იქნება ევროკავშირის სტრატეგია? რადგან ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო არის შავი ზღვის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიო ამბიცია, გახდეს ევროკავშირის ნაწილი და მკაფიო განაცხადი, რომ სურს, იყოს ევროკავშირის წევრი და მოძრაობს ამ მიმართულებით.
ისევ და ისევ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში. ბევრი რამ არის დამოკიდებული უკრაინაზე და ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი. იმედი მაქვს, დასრულდება და ვიმედოვნებ, დასრულდება საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო პრინციპების დაცვით. ეს არის იმედი ამ მომენტისთვის და ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორი განვითარებები იქნება უსაფრთხოების კუთხით, რაც აუცილებლად იმოქმედებს შავი ზღვის უსაფრთხოების მექანიზმებზე. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება იმის წარმოდგენა, როგორ იქნება შავი ზღვა უსაფრთხოების თვალსაზრისით სამი წლის შემდეგ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1744967064
ახალი ამბებიგია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
„დოიაშვილს რამე იაფფასიანი მორიგი ვოდევილი რომ დაედგა და სცენიდან გაეკრიტიკებინა ხელისუფლება და ამის გამო მოეხსნათ, არადემოკრატიული ნამდვილად იქნებოდა, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯ...
1744965512
ახალი ამბებიავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილი გათავისუფლების გამო გამოთქმულ...
1744964458
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი რუსეთიდან განხორციელებულ მორიგ ტრანშზე: ხოშტარიას ხელით ხდება საქართველოში არეულობის ინსპირირება, ეს ადამიანი ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია მშვიდობიან განვითარებასთან
„ხოშტარიას ხელით ხდება საქართველოში ზიზღის, ძალადობის, არეულობის ინსპირირება. მორალი რთულია აქ მოიკითხო იმიტომ, რომ ეს ადამიანი ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია საზოგადოების მშვიდობიან...
1744962885
ახალი ამბებისოზარ სუბარი: გახარიას და მისი პარტიის წევრებს ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბრისას ოპოზიციის სამომავლო გეგმებს და ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - არ მონაწილეობის საკ...
1744961567
ახალი ამბებითბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა
თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა დ...