მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის აზიისა და ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აზიისა და ევროპის რეგიონულ დირექტორს, რეჯინა დე დომინიჩის შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრტცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები.
„მათ შორის, საუბარი შეეხო 2026-2030 წლებში UNICEF-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ქვეყნის საპროგრამო დოკუმენტის (CPD) შემუშავების პროცესს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე.
საუბარი შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ბავშვთა უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისათვის მზადყოფნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1743431537
ახალი ამბებიმაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე: მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო და, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესო...
1743429928
საზოგადოება2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 4.4% შეადგინა, რაც ისტორიულად ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია
საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს. 2024 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 614 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაშ...
1743429083
საზოგადოება„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით შეუშალონ ხელი პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით შეუშალონ ხელი პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება. მოწოდება ფიზიკური...
1743428969
საზოგადოებაილია მეორე - სწორედ 31 მარტის რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს და საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა
„გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს“, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მისალოც ტექსტ...
1743426659
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7648 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7673 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...