მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა, შავი ზღვა ჩვენი ისტორიის და მომავლის განუყოფელი ნაწილია

საბერძნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა სამუშაო სესიაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონულ და გლობალურ როლზე მსჯელობას დაეთმო, („ბრძოლა თავისუფალი და ღია შავი ზღვისთვის - რეგიონული და გლობალური გავლენა“), - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის კონტექსტში. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ შავი ზღვა წარმოადგენს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ სტრატეგიულ დერეფანს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ვაჭრობის, კულტურისა და დიპლომატიის გზაჯვარედინი.
მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს, როგორც შავიზღვისპირა ქვეყნის სატრანზიტო, ენერგეტიკული და სტრატეგიული პარტნიორის როლზე და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს სტრატეგიული ხედვა, რომლის თანახმადაც სამომავლოდ შავი ზღვა თანამშრომლობის, განვითარებისა და მშვიდობის პლატფორმად უნდა იქცეს.
„საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა, შავი ზღვა ჩვენი ისტორიის და მომავლის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას რეგიონულ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობს ევროპისა და აზიის ენერგეტიკულ და სავაჭრო ინტეგრაციასა და დაკავშირებადობას.
მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც და ყურადღება გაამახვილა რეგიონში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე.
მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის მომავალი უაღრესად მნიშვნელოვანია და მისი ღია, თავისუფალ, უსაფრთხო სივრცედ შენარჩუნება ერთობლივ მოქმედებას, სტრატეგიულ ხედვასა და მტკიცე პარტნიორობას საჭიროებს.
მაკა ბოჭორიშვილმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა ითანამშრომლოს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის კვლევების ცენტრის თავმჯდომარე ტაჯან ილდმემი და საერთაშორისო კონფერენცია „იალტის ევროპული სტრატეგიის“ აღმასრულებელი დირექტორი სვეტლანა კოვალჩუკი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1744969930
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: თუ აქამდე ევროკავშირის ბიუროკრატია და წევრი ქვეყნები დემოკრატიობანას მაინც თამაშობდნენ, ახლა ეს დაბრკოლებაც მოხსნილი აქვთ, ქართველი ხალხი უყურებს ამ ყველაფერს და სათანადო დასკვნებსაც გააკეთებს
გუშინ, იმედის ეთერში ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა საინტერესო ტერმინი გამოიყენა - მან ევროკავშირი „ყოფილ ევროპად“ მოიხსენია და ვფიქრობ, ეს არის იდეალური სახელი, რაც ევროგაერთიანების დღევანდელობას ზედ...
1744967541
ახალი ამბებინინო წილოსანი: უვიზო მიმოსვლა ტყუილად არავის მოუცია, ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში
„უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში“, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, უვი...
1744967064
ახალი ამბებიგია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
„დოიაშვილს რამე იაფფასიანი მორიგი ვოდევილი რომ დაედგა და სცენიდან გაეკრიტიკებინა ხელისუფლება და ამის გამო მოეხსნათ, არადემოკრატიული ნამდვილად იქნებოდა, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯ...
1744965512
ახალი ამბებიავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილი გათავისუფლების გამო გამოთქმულ...
1744964458
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი რუსეთიდან განხორციელებულ მორიგ ტრანშზე: ხოშტარიას ხელით ხდება საქართველოში არეულობის ინსპირირება, ეს ადამიანი ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია მშვიდობიან განვითარებასთან
„ხოშტარიას ხელით ხდება საქართველოში ზიზღის, ძალადობის, არეულობის ინსპირირება. მორალი რთულია აქ მოიკითხო იმიტომ, რომ ეს ადამიანი ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია საზოგადოების მშვიდობიან...