მამუკა მდინარაძე: უდიდესი უტიფრობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა

ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, პოლიტიკური ოპონენტების მიერ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის, პოლიტპატიმრად მოხსენიებასთან დაკავშირებით.

მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა, შეუძლებელია ვინმემ პოლიტპატიმარი უწოდოს.

„ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა, რომელიც მწვანე შუქს, თავისი ანტისახელმწიფოებრივი და სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურული მოქმედებებით უნთებდა - გაუპატიურებას ქალისას, კაცისას, მკვლელობას, ბიზნესის რეკეტს, ძალადობას, შიშს, ტერორს, ტელევიზიების და თავისუფალი სიტყვის ჩახშობას და მისაკუთრებას, ამ ადამიანს, შუბლის ძარღვის გაწყვეტაც კი არ შველის , რომ პოლიტპატიმარი დაუძახო, შეუძლებელია, ის ადამიანი, როგორ ბედავს, თუ როგორ ფიქრობს, რომ ეს გააკეთოს სააკაშვილს პოლიტპატიმარი დაუძახოს, ეს მეორე შესაძლებლობაა, რაც ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანს თუ ობიექტურობის განცდის მაგვარი რაღაც აქვს, მე ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742233663

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ ყველა ლანძღავს, ყველამ უარყო - ეს ხალხი წარმოადგენს აგენტურას და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება

სალომე ზურაბიშვილი ზუსტად 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ დაეწყვნენ, ყველა ლანძღავს და ყველამ უარყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარ...

მამუკა მდინარაძე

1742232107

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე - ამ ფონდების მიზანი გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც გახლავთ, გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას

არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ დავუჯეროთ პროკურატურას, საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი იმავეს ადასტურებს, რასაც დღეს პროკურატურა ამბობდა თავის განცხადებაში, – ამის შესახებ „ქარ...

მამუკა მდინარაძე

1742230972

სპორტი

გიორგი მიქაუტაძე: ჩემი გატანილი გოლი ძალიან მომეწონა, „ლიონში“ ჩემი საუკეთესო კვირა იყო

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლე ავრთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც მან 13 წუთში გოლით და ორი საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა, კომენტარი გააკეთა. როგორც გიორგიმ აღნიშნა, მას საუკეთესო კვირა...

 გიორგი მიქაუტაძე

1742230581

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე

საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე , - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებ...

მამუკა მდინარაძე

1742228399

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა

„კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი