მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, გვქონდეს დიალოგი ინდოეთთან იმ საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის - ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო არის მოწვეული იმ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც დღეს გლობალურ გამოწვევებზე იმსჯელებენ

ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორუმი განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ, გლობალურ გამოწვევებზე სასაუბროდ და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო არის მოწვეული, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ინდოეთში იმყოფება.
„მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს დიალოგი ინდოეთთან იმ საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განვიხილოთ ბევრი საკითხი, რაც უკავშირდება ზოგადად გლობალურ განვითარებებს, ჩვენს რეგიონში განვითარებებს, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაც არის ჩვენ ურთიერთობების დღის წესრიგში. ფორუმში საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლები მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორუმი განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ, გლობალურ გამოწვევებზე სასაუბროდ და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო არის მოწვეული იმ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც დღეს იმსჯელებენ გლობალურ გამოწვევებზე. იქნება მსჯელობა იმ ხედვაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეკონომიკური ურთიერთობები, იმ ცვალებად მსოფლიოში რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ინდოეთში და საერთაშორისო კონფერენციის მაღალი რანგის სტუმრები - საქართველო წელს პირველად მონაწილეობს რაიზინას დიალოგში, რომელიც მსოფლიო ლიდრებს, დიპლომატებს, ბიზნესის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ყოველწლიურად აერთიანებს.
1742233013
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: უდიდესი უტიფრობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა
ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა...
1742232107
საზოგადოებამამუკა მდინარაძე - ამ ფონდების მიზანი გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც გახლავთ, გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას
არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ დავუჯეროთ პროკურატურას, საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი იმავეს ადასტურებს, რასაც დღეს პროკურატურა ამბობდა თავის განცხადებაში, – ამის შესახებ „ქარ...
1742230972
სპორტიგიორგი მიქაუტაძე: ჩემი გატანილი გოლი ძალიან მომეწონა, „ლიონში“ ჩემი საუკეთესო კვირა იყო
„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლე ავრთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც მან 13 წუთში გოლით და ორი საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა, კომენტარი გააკეთა. როგორც გიორგიმ აღნიშნა, მას საუკეთესო კვირა...
1742230581
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე
საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე , - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებ...
1742228399
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა
„კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...