გიორგი მიქაუტაძე: ჩემი გატანილი გოლი ძალიან მომეწონა, „ლიონში“ ჩემი საუკეთესო კვირა იყო

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლე ავრთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც მან 13 წუთში გოლით და ორი საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა, კომენტარი გააკეთა.

როგორც გიორგიმ აღნიშნა, მას საუკეთესო კვირა ჰქონდა და ჯერჯერობით ეს „ლიონში“ მისი საუკეთესო მატჩი იყო.

„ჩემი გატანილი გოლი ძალიან მომეწონა, ბურთი ცოტა უხერხულ სიტუაციაში მომივიდა, თუმცა დარტყმა მაინც გადავწყვიტე და კარგი გოლი გამოვიდა. დიახ ვიტყვი, რომ ეს თავდაჯერებულობის შედეგია.

არის თუ ეს გოლი ლიონში საუკეთესო? ვერ ვიტყვი, რამდენიმე კარგი გოლი გავიტანე და ყველა მათგანს თავისი ისტორია აქვს.

დღევანდელ მატჩში აუცილებლად უნდა მოგვეგო, საბოლოო ჯამში რთული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ გამარჯვება შევძელით და მნიშვნელოვანი ქულები დავაგროვეთ.

ჯერჯერობით ლიონში საუკეთესო პერიოდი მაქვს. კარგი კვირა მქონდა და სასიხარულოა, რომ ეს გუნდისთვისაც ასე იყო. ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალში გასვლა შევძელით და ჩემპიონატში მნიშვნელოვანი ქულების დაგროვება“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768823752

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ კაია კალასს, მას პირდაპირ მოიხსენიებენ როგორც უზრდელს, უხეშს და თანამდებობისთვის შეუფერებელს

ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში უკვე ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ საუბარი ეხება ევრობიუროკრატიაში უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისარს, - ამის შესახებ პარტია...

ააა

1768823138

ახალი ამბები

გია ვოლსკი: კაია კალასის განცხადებები არის იმის მანიშნებელი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შემხედველი

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია. ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩინეთ-რუსეთის კარ...

გიორგი ვოლსკი

1768820785

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში, დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი

„ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში. დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგ...

ლევან მახაშვილი

1768818702

ახალი ამბები

პრემიერი: გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესპანეთში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამის პოსტს პრემიერი X-ზე აქვეყნებს. „გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევი...

ირაკლი კობახიძე

1768818539

ახალი ამბები

გლდანის რაიონის გამგებელი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფი“, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფი“, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული, - აცხადებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე. გამგებელმა „ქრონ...

გლდანის რაიონის გამგებელი