მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით არსებულ დინამიკას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საფინანსო სექტორი, ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია. აღინიშნა ის ტენდენციები, რომლებიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებობს, მათ შორისაა ორმხრივი ვაჭრობა - 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7 პროცენტით მეტია. ასევე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი - 2024 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა დიდ ბრიტანეთში 43 პროცენტით მოიმატა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2024 წელს დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს ეკონომიკაში 448 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის. მისი თქმით, ორი ქვეყნის მთავრობებმა ხელი უნდა შეუწყონ კერძო სექტორს, რათა მათ მეტად გაიცნონ ერთმანეთი და ერთობლივი პროექტები განახორციელონ. ამ მხრივ, მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების მეტად გამართვის მნიშვნელობაზე. ასევე ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2025 წლის დასაწყისში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირველი პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე და აღნიშნა, რომ „ბრიტანეთის ავიახაზების“ და „იზიჯეტის“ საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლამ ახალი ბიძგი მისცა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას, განსაკუთრებით, ტურიზმის სექტორში. მისი თქმით, 2025 წლის ორ კვარტალში საქართველოს დიდი ბრიტანეთიდან 26 პროცენტით მეტი ვიზიტორი ეწვია.
მინისტრმა ასევე ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტსა და სხვ. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აღნიშნული პროექტების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მათ უდიდესი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ საართველოს რეგიონულ სატრანსპორტო - ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ სისტემებში ინტეგრაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
1752259368
მსოფლიოზელენსკი: მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალებია, მათ შორის აშშ-სგან, ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა გაგრძელდება და ახლა უკრაინის მთავრობას უკვე აქვს „კარგი სიგნალები“, კერძოდ, სამხედრო დახმარების მიწოდების განახლებ...
1752259288
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროპის საკითხებში ლუ შაიესთან. შეხვედრ...
1752258298
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა
დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს გორდან გრილიჩ რადმანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ი...
1752254819
მსოფლიოსლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე: ევროკავშირო, გაიღვიძე! დროა გაიღვიძო და ღირებულებებით იცხოვრო. დაიწყო იმ ღირებულებების განხორციელება, რომელსაც ასე მტკიცედ ემხრობი - დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა
რა ხდება დღეს მსოფლიოში? ვიჩოქებთ ძლევამოსილი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც სურთ იყვნენ მსოფლიოს მმართველები?! – განაცხადა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ურსკა კლაკოჩარ ზუპანციემ დუბროვნიკის ფორუმის...
1752252910
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი მოსახლეობის პრობლემები და საჭი...