მარტო ბიძინაზე კი არ იქნება ზეწოლა, თქვენც ვერ გადარჩებით, მის მოციქულებად ვინც მუშაობთ პარლამენტში - დავით ზურაბიშვილი
მოკლედ, ბატონო კობახიძევ, პაპუაშვილო, ოხანაშვილო და სხვანო და სხვანო (ვიცი თვითონ თუ არ წაიკითხავთ ტროლ-ბოტები მოგირბენინებენ), მე ჩემდა თავად გამიფრთხილებიხართ და დროზე თუ მოხვალთ აზრზე და შეაჩერებთ ამ ყოვლად უსინდისო კანონპროექტის განხილვას, ხომ კარგი (იმ კაცსაც როგორმე აუხსენით, რომ ძალიან სახიფათო თამაშში შედიხართ) თუ არა და ადრე ხომ ორჯერ გაგაფრთხილეთ, პროპორციულის ჩაგდების შემდეგ და მელიას დაჭერის წინ და ისე ამიხდეს მე ყველაფერი კარგი, როგორც მაშინ აგიხდათ, - ასე ეხმაურება მწერალი და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე.
„პატივცემულო საქართველოს ხელისუფლებავ, ფორმალურო და არაფორმალურო.
ცოტა გრძლად კი გამომივა, მაგრამ შევეცდები შეძლებისდაგვარად კორექტულად გითხრათ. მაინცდამაინც კი არ იმსახურებთ ამ კორექტულობას, მაგრამ მაინც.
ამერიკის ელჩმა პირდაპირ მოუწოდა პარლამენტს გადადონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტის განხილვა.იგივე მოუწოდა პარლამენტს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა მაგრამ უმრავლესობის დეპუტატებს გინდა მოუწოდე გინდა არა, რამდენადაც ამ ხალხს ელემენტარული პოლიტიკური პასუხისმგებლობაც არ გააჩნიათ იმ ქვეყნის მიმართ, რომლის კანონმდებლებიც არიან (ბევრმა ესეც არ იცის ალბათ და დეპუტატობა შაჰინშაჰი რომ ხალათს უბოძებდა რომელიმე ქვეშევდრომს, რაღაც ამის მსგავსი ჯილდო ჰგონია).
ეს ხალხი პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას გრძნობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომლის კეთილი ნების წყალობითაც მიიღეს ამხელა თანამდებობა (აბა ისე ვინ ვის სად დაკარგვია და რას წარმოადგენენ?), თუმცა ცოცხალი ბიძინას ხილვა და მასთან საუბარი ეს ის უმაღლესი პრივილეგიაა, რომელიც ამ დეპუტატთა აბსოლუტურ უმრავლესობას არც ღირსებია ცხოვრებაში და დიდის ალბათობით არც ეღირსება. როგორც ძველ აღთქმაში ღმერთი ესაუბრებოდა რჩეულ ერს მოსეს პირით, ისე დეპუტატებსა და ბიძინას შორის უზენაესი ნების განმსიტყვებელი არის კობახიძე (შიგადაშიგ შეიძლება ვოლსკიც და აქა-იქ პაპუაშვილი). ჰოდა, როცა კობახიძე ამბობს, რომ ვინცხა ინსპექტორი გოგო აღმოჩნდა ფარული ნაცი და ის უნდა გააუქმონ როგორც კლასი, ეს ცხადია ეგრევე აღიქმება ბიძინას დანაბარებად და განსჯას და გარჩევას არ ექვემდებარება.ამიტომაც ამ დეპუტაციისთვის გინდ ამერიკის ელჩს უთქვამს რამე და გინდ ჩემს მეზობელ შურიკას. ისინი გააკეთებენ მხოლოდ იმას, რაც დაბარებული აქვს კობახიძეს.
მაგრამ ახლა აქ არის ასეთი ამბავი: რახან ამერიკის ელჩი და ევროპის საბჭოს კომისარი ცალსახად, უნისონში და, მე ვიტყოდი, არცთუ დიპლომატიურად, ითხოვენ ამ კანონპროექტის გადადებას, ეს ნიშნავს რომ დასავლეთის ინტერესი აქ არის ძალიან სერიოზული. მათ ფეხებზე დაკიდებას კი აუცილებლად მოჰყვება რეაგირება და ეს რეაგირება მოხდება არა ჭანჭიკა დეპუტატების, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაახლოებული პირების მიმართ, რამდენადაც დასავლეთში ძალიან კარგად იციან ვის მიჰყავს რეალურად აქ პარადი.
პირველად არ მოგდით ასეთი სისულელე, როდესაც შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენთ არა კონკრეტული პერსონების, არამედ პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიმართ და თქვენ ეგენი ჩვენებური ნაცები ხომ არ გგონიათ? ეგღა აკლიათ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს ვიღაც ახირებული მილიარდერის ხუშტურების გამო გაიმასხარაონ თავი!
ეს საქართველოშია ბიძინა ერთადერთი და განუმეორებელი, თორემ მაგისთანა მილიარდერები კონა ათ შაურად ჰყავთ მარტო კალიფორნიის შტატში. ჰოდა, დაკიდება ეგრე არ უნდაო და იმისთანა მოგხვდებათ მალე ცხვირში, კარგა ხნით დაგეკარგებათ სხვის საქმეში მისი ჩაყოფის სურვილი და ამას ვინ ჩივის, თქვენს მამა-მარჩენალს რომ სერიოზული პრობლემები შეექმნება და თქვენვე რომ მოგიტრიალდებათ, ეს რა დღეში ჩამაგდეთ თქვე იდიოტებო (აბა თავის თავს ხომ არ გაამტყუნებს?), მერე ნახეთ თქვენ...
მოკლედ, ბატონო კობახიძევ, პაპუაშვილო, ოხანაშვილო და სხვანო და სხვანო (ვიცი თვითონ თუ არ წაიკითხავთ ტროლ-ბოტები მოგირბენინებენ), მე ჩემდა თავად გამიფრთხილებიხართ და დროზე თუ მოხვალთ აზრზე და შეაჩერებთ ამ ყოვლად უსინდისო კანონპროექტის განხილვას, ხომ კარგი (იმ კაცსაც როგორმე აუხსენით, რომ ძალიან სახიფათო თამაშში შედიხართ) თუ არა და ადრე ხომ ორჯერ გაგაფრთხილეთ, პროპორციულის ჩაგდების შემდეგ და მელიას დაჭერის წინ და ისე ამიხდეს მე ყველაფერი კარგი, როგორც მაშინ აგიხდათ (ისიც გადაამოწმეთ, აქ რომ გეუბნებოდით მაინც მოგიწევთ მიშას გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში მეთქი).
ჰოდა, ახლაც გეუბნებით: მონაგონი იქნება ის რაც აქამდე იყო. მარტო ბიძინაზე კი არ იქნება ზეწოლა, თქვენც ვერ გადარჩებით, მის მოციქულებად ვინც მუშაობთ პარლამენტში.სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. ამაზე კორექტულად მე ვერ გეტყვით და დანარჩენი თქვენ იცით.“
წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დავით ზურაბიშვილი.
ამავე თემაზე:
1792146087
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის - წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე კარმელო აბელას შეხვდა და ამ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ო...
1792144924
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი არის მკაფიო დასტური, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი არის ორგანიზაციის დღის წესრიგში
ეუთოს თავმჯდომარის რანგში დღეს საქართველოს სტუმრობს შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგნაციო კასისი. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ არა...
1792144022
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას და ეს იყო ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, პოლიტიკურად ისინი ქართველი ხალხის გვერდში დგომით - გავანულეთ
მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და პარტია „ს...
1792143521
საზოგადოებაპრემიერი ოპოზიციაზე: არსად აქვთ შანსი, არც არჩევნებში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში, ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის წინაშე
„ამ ძალებს არსად აქვთ შანსი - არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სრულ გაურკვევლობაში არიან და ხან ერთს აანონსებენ, ხან მეორეს, თუმცა ყოველ...
1792142218
საზოგადოებალევან მახაშვილი: პოლიტიკა, რომელმაც დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს
„ის პოლიტიკა, რომელმაც კრახი განიცადა და რომელმაც დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს“,...


























