მაყვალა გონაშვილი: დარბევიდან მეორე დღეს, ეკლებით შემოვღობეთ მწერალთა კავშირი, ეს იყო ჩვენი აქცია, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა

პოლიციამ [მწერალთა კავშირის დარბევიდან] მეორე დღეს, რკინის ღობე შემოარტყა მწერალთა კავშირს, მთელმა თბილისმა გაიგო ეს, ისმის ადამიანების საშინელი ხმები, - ასე იხსენებს პოეტი მაყვალა გონაშვილი მწერალთა კავშირში „ნაცმოძრაობის“ დროს განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
მისი თქმით, მწერალთა კავშირის დარბევიდან მეორე დღეს, თანამოაზრეებთან ერთად ჩაატარა აქცია და მწერალთა კავშირის შენობას ეკლები შემოავლო გარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლები დარჩა.
„პირველი რაც მოვიფიქრე, ყვავილების გამყიდველებთან გავიქეცი, ვთხოვე, ძველი, დამჭკნარი ვარდები თუ გაქვთ მომეცით - მეკითხებიან, რად გინდა ძველი ვარდები და ავუხსენი, ასეთი ამბავი რომ მოხდა და ამ ქალებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ მხოლოდ ამ ყვავილების გაყიდვით, უეცრად მოიტანეს მაკრატლები, ყველამ მოაჭრა თავები ახალთახალ ვარდებს და ეკლების უშველებელი თაიგული გამომატანეს - ასე შემოვღობეთ მწერალთა კავშირი, ეს იყო ჩვენი აქცია და ვთქვი, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა“, - აღნიშნა მან.
გონაშვილმა ასევე წაიკითხა ჭაბუა ამირეჯიბის მიერ მისთვის გამოგზავნილი ხელნაწერი, რომლითაც მხარდაჭერას უცხადებდა.
„ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი უკვე ისე იყო, რომ ვერ მოდიოდა ჩვენთან მიტინგებზე, ამიტომ, წერილებს ყოველდღე მიგზავნიდა, ხელნაწერი მაქვს მისი და ასეთ რამეს მწერდა: "მაყვალა, გენაცვალე, მოგეხსენება, ცხოვრება ბრძოლაა და ქვეყანაზე ცუდი კაცები ჭარბობენ. ეგენი არ გაახარო შვილო. ათონის მონასტრის ფილაქანზე ამოტვიფრული, იდექი მკვიდრად და ურყევად“, - განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.
1745923350
საზოგადოებამაჭავარიანი: 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის და ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, იდენტობით გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა
2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის. ჩვენ ყველა ძირითადი მონაცემით უკვე ვასწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1745923302
საზოგადოებასოზარ სუბარი: ტერმინი „უსამშობლო“ არის ყველაზე ზუსტი სიტყვა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ არსს ბოლომდე გამოხატავს და შემთხვევითი არ იყო, რომ ასე, მგზნებარედ ებრძოდნენ ისინი თვით სიტყვა სამშობლოსაც კი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი...
1745922958
საზოგადოებანიკა გვარამია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: არა, რამდენჯერ უნდა გითხრათ, გამორიცხულია
ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. რეგიონული მდივნების დანიშვნა კი პარტიის გასაძ...
1745921084
ახალი ამბებიიუსტიციის მინისტრის მოადგილედ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ.
1745921015
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენ ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, იდენტობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო 13 წლის განმავლობ...