სუსის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს უწყება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში განაგრძობდა მუშაობას საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობისა და მათი პრიორიტეტების გამოვლენის მიმართულებით

„უსაფრთხოების თვალსაზრისით 2024 წელი, გასული წლის მსგავსად, სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული. რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომეტებული საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს“, - აღნიშნულია სუსის ანგარიშში.
სუსის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში აქტიურ მუშაობას განაგრძობდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დესტრუქციული საქმიანობის გასანეიტრალებლად. ხორციელდებოდა მათი დაინტერესების მიმართულებების, მათ ინტერესებში მოქმედი პირებისა და პირთა ჯგუფების გამოვლენა, მათი საქმიანობის მონიტორინგი, ამოცანებისა და მიზნების დადგენა.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილ იქნა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები, მათი საქმიანობის მეთოდები და ფორმები, საფრთხეების განეიტრალებისა და პრევენციისთვის გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
საანგარიშო პერიოდში, 2023 წლის მსგავსად, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორის მიერ, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ისე მის შემდგომ, საქართველოში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობებს.
2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებდა, რათა პრევენცია მოეხდინა ან/და აღეკვეთა ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წარმოებული ღონისძიებები“, - აღნიშნულია სუსის ანგარიშში.
1745936412
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ
„მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ, თუნდაც ეკონომიკა, ენერგეტიკული მატარებლები, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ.“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქა...
1745933642
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ვანო ჩხიკვაძეზე: პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის. მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული
ვანო ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონაა და მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლე...
1745933469
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7516 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7496 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1745932912
საზოგადოებაე.წ. სამხრეთ ოსეთში დააკავეს პირი, რომელიც, ცხინვალის მტკიცებით, ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძაუს რაიონში დააკავეს პირი, რომელიც, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მტკიცებით, საიდუმლო ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. ე.წ. უშიშ...
1745931804
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ჩხიკვაძეზე: ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი
„ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი, ვანო ჩხიკვაძე და არა მხოლოდ, ასევე, მისი კოლეგები“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირ...