მე პირადად არანაირი კომპლექსი არ მაქვს 7 ნოემბერს აქციის გამართვის - გიორგი ბარამიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემ "ღამის კურიერის" ეთერში კვირას დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, მიზანშეწონილი იყო თუ არა ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციის დანიშვნა 7 ნოემბერს, ბარამიძემ განაცხადა, რომ ეს მათ არ აკომპლექსებთ.

"ის თარიღი და ეს თარიღი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის. იმის გამო, რომ მაშინ მოხდა თავის დროზე 7 ნოემბერი, ეს არ ცვლის ჩვენს ამოცანებს, რომ დღეს საქართველო აქვს უზურპირებული იმ ადამიანს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ანგრევს და მიზანმიმართულად უკან-უკან წევს. ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, არ გვაკომპლექსებს. ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი, არაფერი არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, პირიქით, კარგად უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, უნდა გავაანალიზოთ, შეცდომები ვაღიაროთ, როგორც ამის ვაჟკაცობა ეყო პრეზიდენტ სააკაშვილს და თანამდებობიდან გადადგა. ჩვენ არ უნდა დავემალოთ ჩვენ ისტორიას, მათ შორის იმას, რაც არ არის სასიამოვნო. იყო ძალიან სამწუხარო, რომ იმ ძალის და ისე გამოყენება დასჭირდა ხელისუფლებას როგორც ეს გააკეთა, მაშინ პირადად აიღო სააკაშვილმა პასუხისმგებლობა.

ნებისმიერი სხვა თარიღი შეიძლება იყოს, მე პირადად არანაირი კომპლექსი არ მაქვს ამისი. რასაც დააზუსტებენ ჩვენი კოლეგები, თუ ვიღაცას დისკომფორტი ექნება ამასთან დაკავშირებით, მე არც 7-ში მაქვს პრობლემა გამოვიდე საქართველოს თავისუფლებისთვის საბრძოლველად და არც სხვა დროს", – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791797536

საზოგადოება

კახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს

„ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის ძიუდოისტ ლაშა ბექაუ...

კახა კალაძე

1791795942

საზოგადოება

კახა კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია

„საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, არასამართლიანობასა და სიცრუეზეა დაფუძნებული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთა...

კახა კალაძე

1791795429

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო

„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...

შალვა პაპუაშვილი

1791794633

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს

„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...

შალვა პაპუაშვილ

1791793758

ახალი ამბები

🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები

ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...

ხანძარი ბათუმში