"მე ვარ ბუტა რობაქიძის მეგობარი, ხომ გახსოვს ბუტა რობაქიძეო - მან უპასუხა აგდებულად,რომ რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო" - ვანო მერაბიშვილის სავარაუდო ცემის საქმის დეტალები

"მე ვარ ბუტა რობაქიძის მეგობარი, ხომ გახსოვს ბუტა რობაქიძეო - მან უპასუხა აგდებულად,რომ რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო" - ამის შესახებ გია გაჩეჩილაძის სიძის, გიგიშა შარაშიძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.
უფლებადამცველი ამბობს იმასაც, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის აგრესიული რეაქცია გამოწვეული იყო მერაბიშვილის მხრიდან ბუტა რობაქიძეზე აგდებული ტონით საუბრით.
„ჯერ მიამსგავსა, შემდეგ დასაზუსტებლად ჰკითხა ვანო ხარ მერაბიშვილიო?! მე ვარ ბუტა რობაქიძის მეგობარი, ხომ გახსოვს ბუტა რობაქიძე. როგორც თვითონ ამბობს, გიორგის აინტერესებდა მისი რეაქცია, რამდენად გამოხატავდა სინანულს, ან რამდენად აგდებულად უპასუხებდა. გამოვიდა, რომ მან უპასუხა აგდებულად და თქვა, რომ რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო.
სწორედ ამან გამოიწვია მისი მდგომარეობიდან გამოსვლა და ხელის მოქნევა. სულ 2-3 ხელის მოქნევა იყო და შემდეგ წიხლის მოქნევა. თუ ადამიანს არც ერთი ის ხარისხის დაზიანება არ აღენიშნება, რასაც მუხლები ითვალისწინებს, მაშინ, ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ბრალის წაყენება.
როდესაც სასამართლო გაიმართება და მოვა ე.წ. დაზარალებულად ცნობილი ვანო მერაბიშვილი და იქ იტყვის, არა ბატონო, იყო რაღაც ინციდენტი, შეხლა-შემოხლა, თუნდაც ხელის მოქნევა, მაგრამ მე არ მაქვს არანაირი დაზიანება და არც ფიზიკური ტკივილი განმიცდია, რა თქმა უნდა, მოსამართლე ვალდებული იქნება გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს. რა პოზიციას დაიკავებს ვანო მერაბიშვილი, იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ეს საქმე, ან გაგრძელდება თუ არა“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
მივა თუ არა პოლიციაში გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ცემის ფაქტზე ვანო მერაბიშვილი გამოძიებასთან ამ დრომდე არ თანამშრომლობს.
უკვე გამოიკითხა გიორგი შარაშიძე, რომელმაც ფიზიკური ძალადობის ფაქტი "კურიერთან" ექსკლუზიურად დაადასტურა. სწორედ ამის შემდეგ დაიბარეს ის პოლიციის განყოფილებაში.
გია გაჩეჩილაძის სიძემ საჯაროდ აღიარა, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა. ახლა ვანო მერაბიშვილზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება გამოძიება.
ასევე დაგაინტერესებთ:
1744962885
ახალი ამბებისოზარ სუბარი: გახარიას და მისი პარტიის წევრებს ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბრისას ოპოზიციის სამომავლო გეგმებს და ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - არ მონაწილეობის საკ...
1744961567
ახალი ამბებითბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა
თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა დ...
1744960486
მსოფლიონეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა - არიან დაღუპულები
სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, საბაგირო გზაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ, როდესაც ბაგირზე სავალით 20-ზე მეტი მგზავრი სარგებლობდა, სალონის დამ...
1744958822
ახალი ამბებიდაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია 2012 წელს იხსენებს, როდესაც ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა და დაიწყო საპროტესტო აქცია, ხოლო დოის სააკაშვილის ჯალათები იცავ...
1744958047
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას
„რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა...