მესხი 2009 წლის 15 ივნისის აქციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე: სასამართლოზე მითხრეს ადვოკატთან დარეკეთო - ტელეფონი ჩამორთმეული მაქვს და როგორ დავრეკო-მეთქი? ჩვენსას ვერ მოგცემთო და უფლებადამცველის გარეშე ჩაგვიტარდა სასამართლო

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულ მიხეილ მესხს უსმენენ, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის შედეგად ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, მესხის განცხადებით, როდესაც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს, შესთავაზეს ადვოკატთან დარეკვა, თუმცა, იმის გამო, რომ მას ტელეფონი ჩამორთმეული ჰქონდა, სასამართლო უფლებადამცველის გარეშე ჩატარდა და 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

„თვითონ იზოლატორში არავის ვუცემივარ, ახლა სასამართლოში უნდა გადაგიყვანოთო, ბევრნი ვიყავით დაკავებულები და მახსოვს, პირველი ვიყავი რიგში. ჩაგვამწკრივეს და უკანა მხრიდან სპეცრაზმის რობოკოპები იდგნენ და გვაფურთხებდნენ, თქვე რუსეთის აგენტებოო. ზოგს ეკეთა (ნიღაბი), ზოგს - არა, მაშინ ლურჯი ფორმები ეცვათ. გვაფურთხებდნენ, ათას შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. როცა გავედით, მანქანებში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს სასამართლოში. თვითონ სასამართლოზე რომ მივედი, პოლიციელებით იყო სავსე და მითხრეს, თუ გნებავთ, ადვოკატთან დარეკეთო. ტელეფონი ჩამორთმეული მაქვს და როგორ დავრეკო-მეთქი? მაშინ რა ვქნათ, ჩვენ ჩვენსას ვერ მოგცემთო და უფლებადამცველის გარეშე ჩაგვიტარდა სასამართლო, 5 ადამიანს მოგვცეს 30-დღიანი (სასჯელები)“, - განაცხადა მესხმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750247190

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი ირან-ისრაელის კონფლიქტზე: საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კონფლიქტთან დაკავშირებული დაბალანსებული პოლიტიკა და გააძლიეროს პარტნიორობა დასავლეთთან უსაფრთხოების სფეროში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ირან-ისრაელის კონფლიქტს სოციალური ქსლით ეხმიანება და წერს, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კონფლიქტთან დაკავშირებული დაბალანსებული პოლიტიკა და პარალელურ...

თამთა მეგრელიშვილი

1750247164

მსოფლიო

აიათოლა ალი ხამენეი: აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დარტყმას „სერიოზული, გამოუსწორებელი შედეგები“ მოჰყვება

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას ისრაელთან კონფლიქტში ქვეყნის უპირობო დანებების შესახებ და განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დარტყ...

აიათოლა ალი ხამენეი

1750245206

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი USAID-ის თაღლითური სქემის ახალ მასშტაბებზე წერს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, მაიკ ბენცი USAID-ის თაღლითური სქემის ახალ მასშტაბებზე წერს. ბენცი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ USAID-ის თაღლითობის ისტორია უფრო და უფრო გაუგონარი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი

1750244941

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ერთმანეთს ეტრაბახებიან ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის

ერთმანეთს ეტრაბახებიან ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...

გიორგი ვოლსკი

1750243338

ახალი ამბები

შსს: ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია

„სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია,“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ...

შსს