მიხეილ მესხი 2009 წლის ივნისის აქციების შემდგომ მოვლენებზე: სამმართველოში ბრძანეს გაატარეთ სირცხვილის კორიდორიო - ის მშველოდა, რომ ბევრი მირტყამდა. ისეთ ტკივილს ვგრძნობდი, ღმერთს ვთხოვდი, გავთიშულიყავი

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის ფაქტები განიხილება, მიხეილ მესხმა ისაუბრა.
მიხეილ მესხის განცხადებით, მას შემდეგ რაც იგი დააკავეს დიღმის სამმართველოსთან, მოუწყვეს სირცხვილის კორიდორი და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.
„მეორე დღეს წავედით დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან. ვიდექით მშვიდობიანად, ჩვენ გზა არ გადაგვიკეტავს, ამის კადრებიც არსებობს. მოულოდნელად რაღაც ყვირილი გავიგე უკანა მხრიდან მორბოდნენ პოლიციელები, შლაგბაუმიც უცებ აიწია და ეზოდანაც პოლიციელები გამოცვივდნენ, სასამართლოსკენ დავიწყე სირბილი, ხიდზე გადავედი თუ არა ეგრევე დამიჭირეს. დამიჭირეს და ვერცხლისფერ ფოლკსვაგენში ჩამსვეს. წამიყვანეს მოდულის შენობისკენ. გზაში ურეკავდნენ არა აქ მოიყვანე არა აქ მოიყვანეთო. არმისული ვეფხი და მოყმესთან მანქანების ბაზრობასთან გააჩერეს, საბოლოოდ არ ვიცი რა გადაწყდა მანქანა დაატრიალეს შუქნიშანთან და სამმართველოსკენ წამომიყვანეს.
რომ შემიყვანეს, ფაქტობრივად, ყველა დაჭერილი ჰყავდათ უკვე, გაწმენდილი იყო იქაურობა. გადმომიყვანეს მანქანიდან, სავარაუდოდ კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნები იყვნენ. ერთ-ერთ რიგით პოლიციელს გამოართვა რეზინის ხელკეტი, ააგდო, დაატრიალა, თავი დამაწევინა და ქვემოდან ხელკეტის წვეტს მირტყამდა. ბრძანეს, გაატარეთ სირცხვილის კორიდორიო.სამმართველოს ეზოში კიბეები იყო, ის მშველოდა, რომ ბევრი მირტყამდა. ისეთ ტკივილს ვგრძნობდი, ღმერთს ვთხოვდი გავთიშულიყავი. ბოლო კიბეზე როცა ავედი ვიღაც ჯანზე მყოფ ადამიანს ბეისბოლის ჯოხი ეკავა და პირდაპირ თავში დამარტყა, გავითიშესავით“, - განაცხადა მიხეილ მესხმა.
1750247190
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი ირან-ისრაელის კონფლიქტზე: საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კონფლიქტთან დაკავშირებული დაბალანსებული პოლიტიკა და გააძლიეროს პარტნიორობა დასავლეთთან უსაფრთხოების სფეროში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ირან-ისრაელის კონფლიქტს სოციალური ქსლით ეხმიანება და წერს, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კონფლიქტთან დაკავშირებული დაბალანსებული პოლიტიკა და პარალელურ...
1750247164
მსოფლიოაიათოლა ალი ხამენეი: აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დარტყმას „სერიოზული, გამოუსწორებელი შედეგები“ მოჰყვება
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას ისრაელთან კონფლიქტში ქვეყნის უპირობო დანებების შესახებ და განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დარტყ...
1750245206
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი USAID-ის თაღლითური სქემის ახალ მასშტაბებზე წერს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, მაიკ ბენცი USAID-ის თაღლითური სქემის ახალ მასშტაბებზე წერს. ბენცი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ USAID-ის თაღლითობის ისტორია უფრო და უფრო გაუგონარი...
1750244941
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ერთმანეთს ეტრაბახებიან ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის
ერთმანეთს ეტრაბახებიან ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
1750243338
ახალი ამბებიშსს: ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია
„სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია,“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ...