მიხეილ ყაველაშვილი: ქომაგებს ვთხოვ, დორტმუნდში, სტადიონზე დავით ყიფიანის ბანერი გაშალონ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში
18 ივნისს დათო ყიფიანის დაბადების დღეა. დათო ყიფიანი არის ქართული ფეხბურთის რაინდი. თავისი ყველა თვისებით „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსულს ჰგავდა. დორტმუნდში, სტადიონზე, ქომაგებს მისი ბანერის გაშლას ვთხოვ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა, თუ რა მძიმე პერიოდი გაიარა ქართულმა ფეხბურთმა, და აღნიშნა, რომ სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი.
„ეს ადამიანები - ჩივაძე, ყიფიანი და ა.შ. იმ მძიმე, 90-იან წლებში იდგნენ ქართული ფეხბურთის სადარაჯოზე, როცა ფორმა არ გვქონდა და საშხაპეში წყალი მოწანწკარებდა. უელსს ისე ვეთამაშეთ, რომ თან ელექტროენერგია ითიშებოდა დროდადრო - გავარდებოდა ჩივაძე, ჩაართვევინებდა, დაბრუნდებოდა... ასეთი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ.
კახა კალაძის ძმა რომ გაიტაცეს, იტალიასთან თამაში გვქონდა. თვალცრემლიანი კახას კადრებიცაა. ყიფიანის გაზრდილები ვართ, ჩვენი იდეალი იყო და უცებ, დავინახე, რომ ის თითქოს მოშვებული იყო, თამაშის წინ, მომზადებისას, გულს ვერაფერს უდებდა. ვკითხე, რა იყო ამის მიზეზი, რაზეც მიპასუხა, კახის ძმა რომ მოძებნონ, გამომძიებლებს მე ვუსხამ ბენზინსო. ფორმები არ გვქონდა და ძალიან მცირე დაფინანსება იყო სახელმწიფოსგან. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს როლს ფეხბურთის განვითარებაში. ასეთი დიდი გამარჯვებები მარტივად არ მოდის. მშვიდობა რომ არ იყოს, ეს შედეგი არ გვექნებოდა, რაც საქართველოს ნაკრებმა გვაჩვენა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1737739236
მსოფლიო„ჰამასი“ ოთხი მძევალი ქალის სახელს აქვეყნებს, რომლებიც ხვალ გაათავისუფლებენ
„ჰამასი“ აქვეყნებს ოთხი ისრაელელი მძევალი ქალის სახელს, რომლებსაც ტერორისტული ჯგუფი 25 იანვარს გაათავისუფლებს 477 დღის ტყვეობის შემდეგ. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მედიას სთხოვეს, არ გაამჟღავნონ გვარ...
1737737421
მსოფლიოპუტინი: უკრაინაში არსებული კრიზისი, შესაძლოა, არ მომხდარიყო, 2020 წელს დონალდ ტრამპისთვის არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპარათ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა დონალდ ტრამპის მიერ არა ერთხელ გამოთქმული მოსაზრება, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა. „დონალდ ტრამპი თუ ი...
1737736331
მსოფლიოკალასმა აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში მიიწვია
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბრიუსელში მიიწვია, რათა დაესწროს ევროკავშირის წარმომადგენლებთან...
1737734322
მსოფლიოპუტინი: ჩვენ მზად ვართ უკრაინის პრობლემატიკაზე მოლაპარაკებებისთვის
„ჩვენ მზად ვართ უკრაინის პრობლემატიკაზე მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ვლადიმირ პუტინის თქმით, „რუსეთი ინარჩუნებს მზადყოფნას უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების...
1737731469
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ამერიკა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენი ამოცანაა, ამერიკასთან აღდგეს რეალურ პარტნიორობასთან დაფუძნებული ურთიერთობები
„როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის ინტერესი გაქრება და ძალიან იოლი იქნება ურთიერთობების გადატვირთა აშშ-თან, რაც ავტომატურად პოვებს ასახვას ევროკავშირთან ურთიერთობაზე...