"მისთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გამოუგზავნა საცივი" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კომენტარი გააკეთა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის მიერ სასამართლოსთვის დღეს მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით.
„მე რაც მოვისმინე სასამართლოდან, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ საცივს მიირთმევს. ნამდვილად იყო ასეთი შემთხვევა ახალ წელს. მისთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გამოუგზავნა საცივი. ძალიან ცოტა შეჭამა და მერე გაუნაწილა იქ ადამიანებს, მაგრამ შემდეგ, მეორე და მესამე დღეს სულ პირღებინება ჰქონდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც ჭამა უყვარს, მაგრამ ახლა ვერ ჭამს.
თქვენი თავი წარმოიდგინეთ, მოწამლული როცა ხართ, როგორ შეჭამთ? ეს კი მუდმივად, რამდენი თვეა, მოწამლულია. ეს არის მიზეზი. რას ნიშნავს თავის დაზიანება, თავი როგორ უნდა დაეზიანებინა? ამდენ ხანს როგორ გაძლებს ადამიანი? 38 კილო აქვს დაკლებული. ეს რომ საცივს ჭამდეს ყოველდღე, როგორ დაიკლებდა? არ უნდა იყო ადამიანი ნორმალური, რომ სპეციალურად აკეთებდე და არ არის ასე საქმე, ამდენმა ფსიქიატრმა გასინჯა.
მართლა ვერ ჭამს. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მოინდომა ნივრიანი პური და ცოტა გადავუსვი კარაქთან ერთად ცოტა ნიორი და ამას დააბრალეს გულის წასვლა. გულის წასვლა ხშირად ემართება და ნიორი რა შუაშია? პირველად გავიგე. ანეკდოტურ მდგომარეობაში ვართ “, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„პრაიმ შოუში“ ეგონა თავი ნადირაძეს და არა პროცესზე“ - ელისო კილაძე
1740948274
საზოგადოებამორწმუნეებისთვის დღეიდან დიდმარხვა იწყება
დღეიდან დიდმარხვის პირველი კვირა იწყება. მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება,...
1740946142
სპორტიქართველი მოჭიდავე გიორგი მელია საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიამ (97 კგ) ფინალური შეხვედრა ბულგარელ კირილ მილენოვ მილოვთან...
1740946076
სპორტიიური ლომაძემ სარეიტინგო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, საქართველო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა
ტირანაში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს მედლები დარჩენილ ექვს წონით კატეგორიაში გათამაშდა. იური ლომაძე (72 კგ) შეჯიბრების გამარჯვებული გახდა. ვახტანგ ლოლუა (5...
1740945188
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ქართული მხარის პოზიციონირება სრულიად თანხვედრაშია იმასთან, რაც აშშ-დან გვესმის
მხარდაჭერასთან დაკავშირებით ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ვინ როგორ ხედავს უკრაინის მხარდაჭერას. ვისთვის ეს არის მეტი იარაღი და მეტი ცეცხლი და ვისთვის ეს არის მშვიდობა და სამშვიდობო პროცესის მხა...
1740940821
მსოფლიომაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ ზელენსკი „გონს უნდა მოეგოს“ და მადლიერების ნიშნად მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „გონს უნდა მოეგოს“ და მადლიერების ნიშნად მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთ...