მაკა ბოჭორიშვილი: ქართული მხარის პოზიციონირება სრულიად თანხვედრაშია იმასთან, რაც აშშ-დან გვესმის

მხარდაჭერასთან დაკავშირებით ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ვინ როგორ ხედავს უკრაინის მხარდაჭერას. ვისთვის ეს არის მეტი იარაღი და მეტი ცეცხლი და ვისთვის ეს არის მშვიდობა და სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ბოჭორიშვილის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპისგან განსხვავებით, ვერ იტყვის, რომ ევროპელი პოლიტიკოსების პოზიციები ცალსახად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მხარდამჭერია.

„ეს ისმის ხმამაღლა, ეს გამოიხატება ქმედებებში. ამას ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის შესაძლოა, სწორი დრო არ იყოს ახლა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ძალიან მტკიცედ აქვს გამიზნული ის, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. ეს არის უკრაინელი ხალხის ინტერესშიც და რა თქმა უნდა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოს.

როგორ მოხდება ომის დასრულება, რა თქმა უნდა, ეს როგორც უკრაინის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, როგორც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც ერთგვარად ახალისებენ და მხარს უჭერენ საომარი მოქმედებების გაგრძელებას.

ვფიქრობ, მომდევნო კვირების განმავლობაში მოვლენების საინტერესო განვითარებებს ექნება ადგილი. შესაძლოა, გულდასაწყვეტიც იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც გულმხურვალედ უჭერდა მხარს უკრაინას, ბუნებრივია, მოველით უკრაინის გამარჯვებას ამ ომში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ პოზიციები მხარდაჭერასთან დაკავშირებით იცვლება.

მხარდაჭერასთან დაკავშირებით ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ვინ როგორ ხედავს უკრაინის მხარდაჭერას. ვისთვის ეს არის მეტი იარაღი და მეტი ცეცხლი და ვისთვის ეს არის მშვიდობა და სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა. ალბათ, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენც არაერთხელ დავმდგარვართ ამ კითხვის წინაშე ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ევროპიდან - ვის მხარეს არის საქართველო? - ის, რაც ჩვენთვის iyo ცალსახა, კითხვის ნიშნის გარეშე, რომ საქართველო მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინას, უკრაინელ ხალხს, კითხვის ნიშანს ბადებდა - თუ ჩვენ არ ვუჭერდით მხარს მაინც და მაინც ომს, ეს იყო თუ არა უკრაინის მხარდაჭერა.

დღეს ეს გამიჯვნა გააკეთა აშშ-მა - უკრაინის მხარდაჭერა ნიშნავს მშვიდობის მხარდაჭერას და დღეს უკვე აქ არის ტოლობის ნიშანი. ასე, რომ ქართული მხარის პოზიციონირება ამ სამი წლის განმავლობაში სრულიად თანხვედრაშია იმასთან, რაც ჩვენ დღეს აშშ-დან გვესმის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741001817

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: სამი წლის განმავლობაში უამრავი სირთულე გავიარეთ და საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ, ჩვენი პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა. მაჭავარიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რომ გადაედგა ის ნაბი...

ლევან მაჭავარიანი

1741000644

ახალი ამბები

„დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვლება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით - ლევან ჟორჟოლიანი

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისიები, რომლებიც დაითვლიან, დიდთოვლობის გამო, თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა ამა თუ იმ ოჯახს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინი...

ლევან ჟორჟოლიანი

1740998921

ახალი ამბები

კახა კალაძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონისა და FARA-ს მნიშვნელობაზე: ყველას მოუწევს დაექვემდებაროს იმ ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდება

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონპროექტები, რომელთა განხილვას საქართველოს პარლამენტი დღეს შესაბამის კო...

კახა კალაძე

1740997576

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: „ოსკარის“ დაჯილდოებაზე, ლიბერალების პრიზმიდან რომ შევხედოთ, „პრორუსულმა“ „ანორამ“ გაიმარჯვა, არადა ჰოლივუდის ლოგიკით, ტრიუმფი უნდა ეზეიმა „ემილია პერესს“, მიუზიკლს ნარკობარონზე, რომელიც სქესს იცვლის და ქალი ხდება

დღეს „ოსკარის“ დაჯილდოება გაიმართა, სადაც ლიბერალების პრიზმიდან რომ შევხედოთ, „პრორუსულმა“ „ანორამ“ გაიმარჯვა, არადა დღევანდელი ჰოლივუდის ლოგიკით, ტრიუმფი უნდა ეზეიმა „ემილია პერესს“, მიუზიკლს ცივსისხ...

ბაჩო ოდიშარია.  

1740995618

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წლის პირველი მასტერსის ტურნირის, ინდიან ველსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. პრესტიჟული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ბასილაშვილის...

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი