მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ ზელენსკი „გონს უნდა მოეგოს“ და მადლიერების ნიშნად მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „გონს უნდა მოეგოს“ და მადლიერების ნიშნად მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სხვამ უნდა გააკეთოს. ამის შესახებ მან NBC News-თან საუბრისას განაცხადა.
„პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს ეს ორი მხარე მშვიდობის წერტილამდე მიიყვანოს. ის, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა თეთრ სახლში, ფაქტობრივად ჩვენთვის სიგნალი იყო, რომ ის ჯერ არ არის ამისთვის მზად და ვფიქრობ, ეს დიდი იმედგაცრუებაა“, - განაცხადა ჯონსონმა.
ჟურნალისტის კითხვაზე იყო თუ არა კრემლის ლიდერი „გამარჯვებული“ იმით, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა, მაიკ ჯონსონმა თქვა - „არა, არ იყო“.
შეგახსენებთ, 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შორის კამათი მოხდა.
„შენ თამაშობ ბანქოს, შენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ეთამაშები. მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები. მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები და რასაც აკეთებ, არის ძალიან უპატივცემულო ქვეყნის მიმართ, ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც შენ მხარს გიჭერდა გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ უნდა ექნათ“, - მიმართა ტრამპმა ზელენსკის ოვალურ კაბინეტში.
1741001817
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: სამი წლის განმავლობაში უამრავი სირთულე გავიარეთ და საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ, ჩვენი პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა. მაჭავარიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რომ გადაედგა ის ნაბი...
1741000644
ახალი ამბები„დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვლება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით - ლევან ჟორჟოლიანი
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისიები, რომლებიც დაითვლიან, დიდთოვლობის გამო, თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა ამა თუ იმ ოჯახს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინი...
1740998921
ახალი ამბებიკახა კალაძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონისა და FARA-ს მნიშვნელობაზე: ყველას მოუწევს დაექვემდებაროს იმ ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდება
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონპროექტები, რომელთა განხილვას საქართველოს პარლამენტი დღეს შესაბამის კო...
1740997576
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: „ოსკარის“ დაჯილდოებაზე, ლიბერალების პრიზმიდან რომ შევხედოთ, „პრორუსულმა“ „ანორამ“ გაიმარჯვა, არადა ჰოლივუდის ლოგიკით, ტრიუმფი უნდა ეზეიმა „ემილია პერესს“, მიუზიკლს ნარკობარონზე, რომელიც სქესს იცვლის და ქალი ხდება
დღეს „ოსკარის“ დაჯილდოება გაიმართა, სადაც ლიბერალების პრიზმიდან რომ შევხედოთ, „პრორუსულმა“ „ანორამ“ გაიმარჯვა, არადა დღევანდელი ჰოლივუდის ლოგიკით, ტრიუმფი უნდა ეზეიმა „ემილია პერესს“, მიუზიკლს ცივსისხ...
1740995618
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს
33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წლის პირველი მასტერსის ტურნირის, ინდიან ველსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. პრესტიჟული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ბასილაშვილის...