"მიწისძვრების მსხვერპლთა 83% ცხოვრობს კორუმპირებულ ქვეყანაში - საზოგადოებებს, სადაც მდიდრებს და ღარიბებს შორის დიდი სხვაობაა, არ აქვთ უნარი მშენებლობების წესების დადგენისა"

ჟურნალისტი თეონა გეგელია, სოციალურ ქსელში თურქეთ-სირიის მიწისძვრასთან დაკავშირებით პარალელებს ავლებს და საინტერესო ანალიზს აქვეყნებს:

"არ ვიცი აზრი აქვს თუ არა ამ ინფორმაციის გაზიარებას ქვეყანაში, სადაც 2013 წლის ივნისის ტრაგედიის შემდეგ, ხალხი ისევ ბედნიერად იშენებს ბინებს მდინარის კალაპოტში, მაგრამ იყოს მაინც ↓

2007 წელს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც გაანალიზებულია 1975 წლიდან 2003 წლამდე 42 ქვეყანაში მომხდარი 344 მიწისძვრის შედეგები. ამ კვლევამ აჩვენა, პირდაპირი კავშირი მსხვერპლის რაოდენობას და კორუფციას შორის: რაც უფრო მაღალია სახელმწიფოში კორუფციის დონე, მით მეტია მსხვერპლის რიცხვი. https://is.gd/Bp6Sx4

კიდევ ერთმა კვლევამ, რომელშიც ავტორებმა გააანალიზეს 1960 წლიდან 2002 წლამდე მომხდარი 269 დიდი მიწისძვრის შედეგები, აჩვენა პირდაპირი კავშირი დაღუპულების რაოდენობას და სოციალურ უთანასწორობას შორის. მეცნიერებმა ეს კავშირი იმით ახსნეს, რომ საზოგადოებებს, სადაც მდიდრებს და ღარიბებს შორის დიდი სხვაობაა, არ აქვთ უნარი მშენებლობების წესების დადგენისა და მათი კონტროლის, სეისმური საფრთხეების დონის მიხედვით ზონირების, ნაგებობების გამაგრების. https://is.gd/0d9sDj

ამ კვლევების შედეგები, 2011 წელს ჟურნალში Nature, მიწისძვრების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სპეციალისტმა ნიკოლას ამბრაზეუსმა შეაჯამა. ის ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონის მიმართულებით მუშაობს. სტატიაში „კორუფცია კლავს“ მან გააანალიზა სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები მიწისძვრის მსხვერპლთა, მათი მშპ-სა (მთლიანი შიდა პროდუქტის) და კორუფციის აღქმის დონის კუთხით და აჩვენა, რომ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ამ მიწისძვრების მსხვერპთა 83% ცხოვრობდა კორუმპირებულ ქვეყანაში, იქ სადაც კორუფციის დონე უფრო მაღალია, ვიდრე უნდა ყოფილიყო მათი მშპ-ს საფუძველზე.

ამბრაზეუსი წერს, რომ სამშენებლო სფერო, მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე კორუმპირებულ სეგმენტადაა აღიარებული... ტექნოლოგიების და მშენებლობების ნორმების არასკმარის დაცვას კი მიწისძვრები ყველაზე კარგად ავლენს. სტატიის ბმული https://www.nature.com/articles/469153a", - წერს გეგელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "არ მიიღოთ წამლები ექიმის დანიშნულების გარეშე! - გახსოვდეთ, ბებო მაროს და დეიდა იზოლდას წამალი თქვენ არ გამოგადგებათ ვინაიდან მათი დიაგნოზები, არ არის თქვენი დიაგნოზი!"

* თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს ნომრების მიხედვით კრძალავენ

* ვანდალური ფაქტის ჩამდენი 300 ლარით დაჯარიმდება - იმავე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს პატიმრობას 5 დღემდე    

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741618565

მსოფლიო

Bild: აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება

აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. „დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელ...

ტრამპი და ზელენსკი

1741616542

საზოგადოება

გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს

გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა.  როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....

ზოგადი

1741612495

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1741611656

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში

„რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში, რათა საქართველოსთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა შეეჩერებინათ“...

ლევან მაჭავარიანი

1741610593

ახალი ამბები

„ჯგუფებმა, რომლებიც მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციას იყვნენ ამოფარებულები, ახლა გადაინაცვლეს ბალტიისპირეთის მიმართულებით - მათი ამოცანაა, გაგვაშაონ, სანქციები დაგვიწესონ და შემდეგ აგენტურა დასვან აქ“ - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმაურება მამუკა მდინარაძის Facebook პოსტს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი წერს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან...

ირაკლი ზარქუა