"მოლარეები რეგულაციების დაცვაში გვეხმარებოდნენ" - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორის, ზვიად ქარჩავას განცხადებით, მოლარეებს რომლებსაც კონტრაქტი უკვე გაფორმებული ჰქონდათ, ფუნქციები შეეცვალათ, რადგან კორონავირუსის გამო, ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო გახდა.
ამის შესახებ მან "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა.
"ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა 2019 წელს, 2020-ში დაიწყო ოპერირება, პირველი ორი თვე იყო უფასო, რომ ყველას მისცემოდა შესაძლებლობა, რომ ენახა ბოტანიკური ბაღი, ხოლო თებერვალში, ზუსტად არ მახსოვს თარიღი, ფასიანი გახდა.
პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადდა ლოკდაუნი, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლა ყოფილიყო თავისუფალი და ყველას მისცემოდა ისევ შესაძლებლობა ესარგებლა ამ სივრცით.
თუმცა იყო კოვიდრეგულაციები, რადგან კონტრაქტი ჰქონდათ ამ ადამიანებს, ჩვენ დამატებით მივანიჭეთ ეს ფუნქციები, რომ რეგულაციების დაცვაში დაგვხმარებოდა",- ამბობს ზვიად ქარჩავა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგები 14 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრში 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა.
ამავე თემაზე:
🔳 ზუგდიდის ბოტანიკურში 6 მოლარე იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა - აუდიტი
1793533138
მსოფლიოლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...
1793526713
ახალი ამბებისოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...































