"მწერლებთან დატაკება არც ერთ ხელისუფლებას არ უმთავრდება კარგად" - მწერლებმა ტორესა მოსის მხარდასაჭერი აქცია გამართეს

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრის მწერლისა და წამყვანის, ტორესა მოსის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. აქციის შესახებ ღონისძიება ფეისბუკზე დაიგეგმა.
მწერალთა სახლთან მწერლები და გამომცემლები შეიკრიბნენ, მისი დაპატიმრება გააპროტესტეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
მათი განცხადებით, ტორესა მოსი უსამართლოდ დააკავეს.
მათი განცხადებით, იგი აბსოლუტურად მშვიდობიანად და არააგრესიულად ცდილობდა კონსტიტუციური უფლებების რეალიზებას და დაცვას.
მწერალ ზვიად კვარაცხელიას განცხადებით, მწერლებთან დატაკება არც ერთ ხელისუფლებას არ უმთავრდება კარგად.
"ვერ ისწავლეს ამათ ჭკუა, რომ მწერლებთან დატაკება არც ერთ ხელისუფლებას არ უმთავრდება კარგად. არც ერთს. გავიგეთ, რომ ყელში გყავართ ამოსული და მიზანში ამოგვიღეთ, მაგრამ ჩვენ, მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი ფრაზისა არ იყოს ჩეკისტების მიმართ, – კალმის წვერზე გვიზიხართ! სოლიდარობა ტორესა მოსის!", - აცხადებს ზვიად კვარაცხელია.
ტორესა მოსი 12 ნოემბერს დააკავეს, როცა "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა 6 სხვადასხვა ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებთან აქციები გამართეს და მანქანებით შესასვლელი ჩახერგეს.
ამავე თემაზე:
🔴 მწერალი ტორესა მოსი პატიმრობაში რჩება, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
🔴 "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" აქცია სუსთან - ზურაბ ჯაფარიძეს ტერიტორია ევაკუატორის საშუალებით დაატოვებინეს
🔴 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სუსთან სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის 200 ლარით დააჯარიმეს
1751651151
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეხმიანება „ლელოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტის შეთავაზება დაპატიმრებული ოპოზიციონერების შეწყალებასთან დაკ...
1751649326
საზოგადოებაგიორგი შარაბიძე: მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია ძალიან მზარდი ტენდენციაა ბოლო წლების მანძილზე. გვაქვს ერთადერთი საშუალება, რომ ამომრჩევლებს მივაწოდოთ ობიექტური, ზუსტი და ვერიფიცირებული ინფორმაცია
ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია, ეს არის ძალიან მზარდი ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თა...
1751648299
საზოგადოებათემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე: საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას საინტერესო უწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკ...
1751646701
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში ა...
1751643892
საზოგადოება„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია
„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია....