„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი: გიორგი მშვენიერაძე ორჯერ შემოვიდა ჩემთან, ჩემს ოჯახს ის არ ჰყავდა აყვანილი როგორც ადვოკატი - მისი სათქმელი იყო საპროცესო გარიგება, ქონებების დათმობა და 5 მილიონი დოლარი

ორჯერ შემოვიდა ჩემთან [გიორგი მშვენიერაძე], ჩემს ოჯახს ის არ ჰყავდა აყვანილი როგორც ადვოკატი, ჩემთან მისი შემოსვლა ერთხელ ან ორჯერ მოხდა. ჩემი ოჯახის არჩევანი ის არ ყოფილა, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბესარიონ ხვინთელიანმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, მშვენიერაძემ, ციხეში მყოფ ხვინთელიანს განუცხადა, რომ მოსკოვიდან მისმა მეგობრებმა გამოაგზავნეს. „ეს როგორც ნდობის ფაქტორი იყო. მისი სათქმელი იყო საპროცესო გარიგება, ქონებების დათმობა და 5 მილიონი დოლარი - პირზე დავადგები ნებისმიერ დროს“, - განაცხადა ბესარიონ ხვინთელიანმა.

კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კი ამ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეს ის გიორგი მშვენიერაძეა, რომელიც ახლა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, ცდილობს ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობის მიღებას და გარე ძალების დავალებებს ასრულებს სააკაშვილის რეჟიმის დასაბრუნებლად.

„საუბარია იმ გიორგი მშვენიერაძეზე, რომელიც ახლა ცდილობს კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ცდილობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობის მიღებას და გარე ძალების დავალებებს ასრულებს იმისათვის, რომ სააკაშვილი დააბრუნოს იქ, სადაც იყო - ეს გიორგი მშვენიერაძე იყო თქვენი ადვოკატი“, - განუცხადა თეა წულუკიანმა ხვინთელიანს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747324736

ახალი ამბები

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები შიდა ქართლში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ

 აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლი...

აფხაზეთის მთავრობა

1747323887

მსოფლიო

„არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ვეძებოთ, მოდი, შევხვდეთ“ - ზელენსკიმ პუტინს ყოველგვარი პირობების გარეშე შეხვედრისკენ მოუწოდა

 უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საკუთარი ლიდერობა უნდა გამოიჩინოს და პირადად უნდა შეხვდეს მას. მისი თქმით, ასეთი საქციელი არა მხოლოდ უკრაინი...

ზელენსკი და პუტინი

1747320951

საზოგადოება

გივი მიქანაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობ...

გივი მიქანაძ

1747319671

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: კუბილიუსმა უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი 2030 წელს ახალი ომისთვის მოემზადებაო - მეტი როგორ თქვას, რომ უკრაინაში ომი აწყობთ?

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ სურდა „დიფ სთეითს“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. გურამ მ...

პარლამენტის დეპუტატი

1747316837

საზოგადოება

„არ მოგერიდოს, გამომიყენე რამეში“ - მამუკა მდინარაძე 2020 წლის მარტში ჯო უილსონის მიერ ირაკლი კობახიძის სახელზე გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს

2020 წლის მარტში ამერიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მიერ ირაკლი კობახიძის სახელზე გაგზავნილ წერილს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში ასაჯაროებს. წერილში უილსონი კობახიძეს პატივი...

 ჯო უილსონი