პროკურატურამ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ავტომობილი მტკვარში გადავარდა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის” მარკის ავტომობილს, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც „ფორდი“ მდინარე მტკვარში გადავარდა.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარიდან, მალევე ამოიყვანეს კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ერთი პირი. მოგვიანებით მოხდა გარდაცვლილი ორი პირის ამოყვანა, ხოლო მესამე პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1747332751
საზოგადოება„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია
„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია, - ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ავრცელებს. „დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერან...
1747328040
ახალი ამბებიპარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პ...
1747326743
საზოგადოებაeTN: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა eTN. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2020 წ...
1747324736
ახალი ამბებიაფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები შიდა ქართლში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ
აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლი...
1747323887
მსოფლიო„არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ვეძებოთ, მოდი, შევხვდეთ“ - ზელენსკიმ პუტინს ყოველგვარი პირობების გარეშე შეხვედრისკენ მოუწოდა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საკუთარი ლიდერობა უნდა გამოიჩინოს და პირადად უნდა შეხვდეს მას. მისი თქმით, ასეთი საქციელი არა მხოლოდ უკრაინი...