ნელი დოროყაშვილი ყოფილ დედამთილს, სასამართლოში უჩივის

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის დე­დის ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბი­ას წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩელს მო­ამ­ზა­დებს.

რო­გორც დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის დე­დის, ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბი­ას ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის დროს ად­გი­ლი ჰქონ­და ცი­ლის­წა­მე­ბას.

დო­რო­ყაშ­ვი­ლის თქმით, მან მო­ი­ნიშ­ნა კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სარ­ჩელს მო­ამ­ზა­დებს. 

მისი თქმით, არ ახ­სენ­დე­ბა მსგავ­სი მი­მო­წე­რა, რო­მე­ლიც ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის დე­დამ ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბი­ამ დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წა­ი­კი­თხა.

„2 წე­ლია დაც­ვის მხა­რე და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. მე არ მქო­ნია სხვა მო­ლო­დი­ნი, რად­გან დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცია 2 წე­ლია ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, სხვა მო­ლო­დი­ნი ამ ადა­მი­ა­ნის­გან არ მქო­ნია. ეს ოჯა­ხი ისევ აგ­რძე­ლებს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. ფაქ­ტობ­რი­ვად, რაც ხდე­ბო­და ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცია, დაკ­ნი­ნე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი ამ ოჯა­ხის მხრი­დან ისევ გრძელ­დე­ბა.

მეც მაქვს ტე­ლე­ფონ­ში მი­ნა­წე­რე­ბი ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბი­ას­თან. მსგავ­სი მი­მო­წე­რე­ბი მე პი­რა­დად არ მახ­სენ­დე­ბა. ალ­ბათ, დად­გე­ბა ამის ავ­თენ­ტუ­რო­ბის სა­კი­თხი. ასე­ვე ად­გი­ლი ჰქონ­და ცი­ლის­წა­მე­ბას. ბევრ ნა­წილ­ში ჰქონ­და ცი­ლის­წა­მე­ბას ად­გი­ლი, მე მო­ვი­ნიშ­ნე ეს დე­ტა­ლე­ბი და სარ­ჩელს აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვამ­ზა­დებ.

ეს მი­ნა­წე­რე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, არ მეც­ნო. მო­ვის­მი­ნე ძა­ლი­ან ბევ­რი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია. კი­დევ ერთხელ გავ­მე­ორ­დე­ბი, სხვა მო­ლო­დი­ნე­ბი არ მქონ­და, იმი­ტომ რომ მათ ეს პო­ზი­ცი­აა აქვთ, ორი წე­ლია არ აღი­ა­რე­ბენ ბრალს.

ცი­ლის­წა­მე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი მო­ვი­ნიშ­ნე და ქალ­ბა­ტონ ნა­ტა­ლი­ას აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­თხოვ პა­სუხს“,- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის დე­დამ, ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბი­ამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბა მის­ცა. მან დე­ტა­ლუ­რად მოჰ­ყვა ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­თან მის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ყო­ფილ რძალ­თან თა­ვი­დან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მან პრო­ცეს­ზე ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ მი­წე­რი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა წა­ი­კი­თხა.

"გუ­შინ იგი­ვე დეპ­რე­სია და­მე­წყო. გი­ორ­გი ნარ­სი­ას რომ მიხ­სე­ნე­ბენ, ასე მე­მარ­თე­ბა და რა ვქნა? ქორ­წილ­ში ეგ რომ და­ვი­ნა­ხო, შე­იძ­ლე­ბა გა­დავ­ხტე იქი­დან და თავი მო­ვიკ­ლა, ან მთე­ლი ქორ­წი­ლი მოვ­კვდე ტი­რი­ლით. ძა­ლი­ან არ მინ­და ეს ჩვე­ნი მეჯ­ვა­რე იყოს. გეხ­ვე­წე­ბით, რამე მო­ი­ფიქ­რეთ და უთხა­რით სა­ნამ დროა ამ ოჯახს, თო­რემ მერე თქვე­ნი სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ მა­გას ქორ­წილ­ში, თან მე ძა­ლი­ან მემ­ჩნე­ვა სა­ხე­ზე ცუ­დად რომ ვარ და მთე­ლი ქორ­წი­ლი მოვ­კვდე­ბი ტი­რი­ლით. ეგ თუ დარ­ჩა მეჯ­ვა­რედ. ნი­კას ახალ არ ვე­უბ­ნე­ბი არა­ფერს, ვუთ­მენ სა­ნამ ჩა­მო­ვა. რომ ჩა­მო­ვა და­ე­ლა­პა­რა­კეთ და ერთი მეჯ­ვა­რე ჰყავ­დეს“,- წერს დო­რო­ყაშ­ვი­ლი ნა­ჭყე­ბი­ას.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 VIDEO:სამშობიაროდან აშშ-ში გაშვილებულმა გოგონამ საქართველოში ბიოლოგიური ოჯახი 25 წლის შემდეგ იპოვა

🔵მექსიკაში სროლას 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქალაქის მერი

🔵 დომენიკ მანგოს სკანდალურ ვიდეო: "მღვდლისთვის ხალხის "ნაყიდი" Iphone 14 Pro Max - გაექეცით ამპარტავნებას! 8 ბავშვს ახალი მობილური ექნება!" - ვისთვის ითხოვდა დოენიკ მანგო აიფონის თანხას?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751651151

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეხმიანება „ლელოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტის შეთავაზება დაპატიმრებული ოპოზიციონერების შეწყალებასთან დაკ...

თენგიზ შარმანაშვილი

1751649326

საზოგადოება

გიორგი შარაბიძე: მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია ძალიან მზარდი ტენდენციაა ბოლო წლების მანძილზე. გვაქვს ერთადერთი საშუალება, რომ ამომრჩევლებს მივაწოდოთ ობიექტური, ზუსტი და ვერიფიცირებული ინფორმაცია

ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია, ეს არის ძალიან მზარდი ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თა...

გიორგი შარაბიძე

1751648299

საზოგადოება

თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე: საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას საინტერესო უწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკ...

თემურ ჭყონი

1751646701

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში ა...

პრემიერ-მინისტრი

1751643892

საზოგადოება

„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია

„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია....

 გადაუმოწმებელი ინფორმაცია